ყველა სპორტული სიახლე

ფერმანმა „შალკესთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

გელზენკირხენის „შალკეს“ მეკარე რალფ ფერმანმა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

საფეხბურთო კლუბ „შალკეს“ ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ფერმანმა ხელშეკრულება 2020 წლის 30 ივნისამდე დადო.

27 წლის მეკარე „შალკეს“ სტრუქტურაში 2003 წლიდანაა, ხოლო პროფესიონალურ დონეზე დებიუტი 2008 წელს ჰქონდა. ერთი პერიოდი ფერმანი ფრანკფურტის „აინტრახტში“ იჯარით თამაშობდა, მაგრამ მანუელ ნოიერის „ბაიერნში“ გდასვლის მერე, მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა.

„ჩემი ყველაზე დიდი სურვილია, რომ „შალკესთან“ ერთად მომდევნო წლებში რაც შეიძლება მაღალ დონეზე ვითამაშო“ - თქვა ფერმანმა კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ.

ფეხბურთი, ინტერვიუ, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2019 ნოემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ