ყველა სპორტული სიახლე

ევროპული ფრენბურთის მაღალჩინოსნები სეოკ-ში

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა სეოკ-ის შტაბ-ბინაში უმასპინძლა ევროპის ფრენბურთის კონფედერაციის პრეზიდენტს ალექსანდრე ბორიჩიჩს და ვიცე-პრეზიდენტს რენატო არენას. საპატიო ევროპელ სტუმრებს ახლდა საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ირაკლი ჩაჩუა.

ევროპული ფრენბურთის მაღალჩინოსნები საქართველოში ჩამოვიდნენ 2017 წელს თბილისში გასამართი ქალთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საორგანიზაციო საქმიანობის გასაცნობად, ასევე ჩვენ ქვეყანაში ფრენბურთის შემდგომი განვითარების აქტუალურ საკითხების განსახილველად. „ ჩვენთის დიდი პატივია ევროპის ჩემპიონატის ორგანიზება და მასპინძლობა. მემკვიდრეობა და გამოცდილება, რომელიც დაგვიტოვა ევროპის ახალგაზრდულმა ფესტივალმა „თბილისი 2015"-მა, ბუნებრივია გვაძლევს იმის იმედს,რომ 2017 წელს თბილისში გასამართი ქალთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი მაღალ დონეზე ჩატარდება. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი გამოხატავს მზადყოფნას გაუწიოს დახმარება საქართველოს ფრენბურთის ფედერაციას აღნიშნული ღონისძიების წარმატებით ორგანიზებაში"- განაცხადა ლერი ხაბელოვმა.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში ფრენბურთის პოპულარიზაციაზე და მისი მხარდაჭერის აუცილებლობაზე. ითქვა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია მწვრთნელების გადამზადება და ცოდნის გაღრმავება ამ სფეროში.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ოლიმპიურ იდეალებს. საქართელოს ფრენბურთის ფედერაცია ახალგაზრდა ორგანიზაციაა,რომელსაც მხარდაჭერა სჭირდება. ვცდილობთ მოვახდინოთ ლობირება, როგორც საქართველოში ადგილობრივ დონეზე, ასევე ევროკავშირში,სოკ-ში, ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებში, ამ თემაზე ვესაუბრეთ პრეზიდენტ პატრიკ ჰიკს, რომელმაც მხარდაჭრა აღგვითქვა"- აღნიშნა ალექსანდრ ბორიჩიჩმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს სეოკ-ის მუზეუმი.

ilimp=2

www.geonoc.org.ge

კალათბურთი, ძალოსნობა

არქივის კალენდარი

2020 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ