ყველა სპორტული სიახლე

გოგია „დერბისთან“ დამარცხდა

ინგლისის ჩემპიონშიპის მე-10 ტურში, „ბრენტფორდმა“, სადაც აკაკი გოგია გამოდის, სტუმრად „დერბი ქაუნთისთან“ 0:2 წააგო.

ქართველი ნახევარმცველი, რომელიც გერმანიის მოქალაქეა ბრენტფორდელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს. მან მიმდინარე სეზონში ინგლისურ საფეხბურთო კლუბში 6 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია. „ბრენტფორდი“ 8 ქულით 24 გუნდში მეოცეა.

რუსეთის  პირველი დივიზიონის მე-14 ტურში, ხაბაროვსკის „სკა-ენერგია“ სტუმრად ტომსკის „ტომთან“ 0:2 დამარცხდა. ხაბაროვსკელებს დისკვალიფიკაციის მოხდის მერე ნახევარმცველი გოჩა ხოჯავა დაუბრუნდა, რომელიც სასტარტოში იყო და 76-ე წუთზე შეცვალეს. მარჯვენა მცველი კახა ალადაშვილი 18-კაციან განაცხადში არ ფიგურირებდა. ტომსკელებში რუსეთის მოქალაქე ფორვარდ ანზორ სანაიას არ უთამაშია. „სკა-ენერგია“ 12 ქულით 20 გუნდში მეთვრამეტეა, ხოლო „ტომი“ 32 ქულით მეორეა.

ნაბერეჟნიე ჩელნის „კამაზმა“ ვორონეჟში ადგილობრივ „ფაკელთან“ 1:4 წააგო. ნახევარმცველმა გუჯა რუხაიამ დამარცხებულებში სრულად ითამაშა. „კამაზი“ 7 ქულით ბოლო ადგილზეა.

არმავირის „ტორპედო“ სახლში მოსკოვის „სპარტაკი 2“-თან უქულოდ დარჩა - 1:2. არმავირელთა შორის ნახევარმცველებმა ზურაბ არზიანმა, ირაკლი ჭეჟიამ  და დავით ხურციძემ შეუცვლელად იასპარეზეს. მათ მსგავსად შუახაზელი ლევან ჯღარკავაც სასტარტოში იმყოფებოდა და 69-ე წუთზე შეცვალეს. კიდევ ერთი ნახევარმცველი ირაკლი გეფერიძე თამაშში 69-ე წუთიდან ჩაერთო. „სპარტაკი 2“-ის 18-კაციან შემადგენლობაში შემტევი ნახევარმცველი გიორგი მელქაძე არ იყო. ჩამოთვლილი ფეხბურთელები რუსეთის მოქალაქეები არიან.  „ტორპედო“ 9 ქულით მეცხრამეტეა, ხოლო „სპარტაკი 2“ 25 ქულით მეოთხეა.

კრასნოიარსკის „ენისეიმ“ სტუმრად ასტრახანის „ვოლგართან“ ქულა აიღო - 1:1. მეკარე გიორგი შელიამ, რომელსაც რუსული პასპორტი აქვს „ენისეიში“ 90 წუთი დაჰყო. „ენისეი“ 14 ქულით მეთექვსმეტეა.

„ბაიკალმა“ თავის მოედანზე კალინინგრადის „ბალტიკა“ 1:0 დაამარცხა. ფორვარდი დავით კორტავა, რომელიც რუსეთის მოქალაქეა თამაშში 83-ე წუთიდან ჩაერთო. „ბაიკალი“ 13 ქულით მეჩვიდმეტეა.

მოლდოვის ნაციონალური დივიზიონის (უმაღლესი ლიგა) მე-10 ტურში, „საქსანმა“ ტირასპოლის „შერიფი“ მიიღო და 1:2 დამარცხდა. ნახევარმცველმა ირაკლი გოგინაშვილმა მასპინძლებში პირველიდან ბოლო წუთამდე ითამაშა. „საქსანის“ მეორე ნახევარმცველი გიორგი სარჯველაძე მოედანზე 77-ე წუთზე შევიდა. „საქსანი“2 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში ბოლოა.

 

 

ფეხბურთი, პარასპორტი, ვიდეო, ინტერვიუ,

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ