ყველა სპორტული სიახლე

სპორტის მინისტრმა ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრები და ფედერაციის ხელმძღვანელები მიიღო

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი 12 თებერვალს, პირველ მოადგილე აკაკი ლოდიასთან და მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად, საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრებს, მწვრთნელებსა და ფედერაციის ხელმძღვანელებს სამინისტროში შეხვდა.

შეხვედრას ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი, ვიცე-პრეზიდენტები ლევან ჟორჟოლიანი, ზაზა გულბიანი, გენერალური მდივანი გიორგი ათაბეგაშვილი, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძე, მწვრთნელები - გიორგი ვაზაგაშვილი, გიორგი ბაინდუროვი, გიორგი გუგავა და ეროვნული ნაკრების ძიუდოისტები ესწრებოდნენ, მათ შორის მსოფლიოს, ასევე ევროპის სამგზის ჩემპიონი, საქართველოს ორგზის საუკეთესო სპორტსმენი ავთანდილ ჭრიკიშვილი, ევროპის ორგზის ჩემპიონი ვარლამ ლიპარტელიანი, ევროპული თამაშების ჩემპიონი ადამ ოქრუაშვილი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის ბექა ღვინიაშვილი და ეროვნული გუნდის სხვა წევრები.

ტარიელ ხეჩიკაშვილმა ძიუდოისტებს პარიზის პრესტიჟულ გრან სლემზე მოპოვებული წარმატება მიულოცა, სადაც ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) ტურნირის ჩემპიონი გახდა, ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ძიუდოს ნაკრების წევრებთან, ფედერაციის ხელმძღვანელობასთან და სამწვრთნელო შტაბთან საუბარი იყო სამომავლო გეგმებსა და ტურნირებზე, მოახლოვებულ დიუსელდორფის და თბილისის გრან პრიზე, ევროპის ჩემპიონატზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშებისათვის მზადებაზე, სადაც წარმატება საქართველოს სპორტული დელეგაციისათვის წელს ყველაზე მნიშვნელოვანია.

შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო ბოლო პერიოდში ძიუდოში განვითარებულ მოვლენებსა და პრობლემატურ საკითხებზე, ითქვა, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ძიუდოს ნაკრებისთვის საუკეთესო პირობების შექმნას, ხოლო ის დაძაბულობა რამაც გარკვეული მიზეზების გამო თავი იჩინა, დროებითი იყო და წარსულს უნდა ჩაბარდეს.

www.msy.gov.ge

ჭიდაობა / ძიუდო, კარატე

არქივის კალენდარი

2021 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ