ყველა სპორტული სიახლე

მიხაილ მეტრეველი: „არაბიძის დიდი პერსპექტივა ლუჩესკუმაც სათანადოდ შეაფასა“

ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტის მიხაილ მეტრეველის აზრით, საქართველო, ბელგია და ბრაზილია საფეხბურთო ტალანტებით სავსეა.

„დღემდე მიმაჩნია, რომ საქართველო, ბელგია და ბრაზილია ის ქვეყნებია, სადაც უამრავი ტალანტია. მართალია, ტალანტები სხვა ქვეყნებშიც არიან, მაგრამ იქ სადაც მათი აღზრდის სწორი სისტემაა, დანახვის მეტი შესაძლებლობაა.

მაგალითად, საქართველო ქვეყანაა, სადაც ბევრი კარგი და პერსპექტიული ფეხბურთელია. ევროპაში თბილისის „დინამოს“ წარმატება ყველას ახსოვს. კახა კალაძის, გიორგი ქინქლაძის, ძმები არველაძეების შემდეგ, საქართველოს ნაკრებში ამჟამად „ხმამაღალი სახელები“ ნაკლებადაა.

ჩემი აზრით, საქართველოში ახალგაზრდა ფეხბურთელების მომზადების სისტემა ცოტა მოძველდა. ფიზიკურ მომზადებას ძალიან ცოტა ყურადღებას აქცევენ. ზამთარში შეკრებაზე დონეცკის „შახტარის“ 19-წლამდელთა გუნდი საქართველოს უმაღლესი ლიგის გუნდებს რომ ეთამაშებოდა, პირველ ტაიმში ქართული გუნდები უძლებდნენ, ხოლო მეორეში გოლებს უშვებდნენ, მათ ორი მატჩი 0:3 წააგეს.

ამჟამად, მაღალი დონის ფეხბურთელების მიწოდებით ბელგიელები ლიდერები არიან. „შახტარი“ ახლა ბრაზილიური ბაზრიდან ევროპულზე სერიოზულად გადაეწყო. არაბიძე გუნდში უკვე მეორე ქართველი მოთამაშეა. პირველი ოქრიაშვილი იყო, რომელმაც ძირითად გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა, მაგრამ ამასთან ახლოს იყო. სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ მოხვდა, მაგრამ ძალიან ნიჭიერი მოთამაშეა. ამჟამად, „გენკში“ ერთ-ერთი ლიდერია და ეროვნულ ნაკრებში მუდმივად თამაშობს. ამიტომ, სერიოზულად ვაკვირდები საქართველოსა და ბელგიაში რა ხდება. საქართველოში რეკომენდაციებსაც ვაძლევ ახალგაზრდა ფეხბურთელები ტოპ-დონის გუნდების დონემდე როგორ მიიყვანონ.

მე ახალგაზრდებს ვაკვირდები. ჩემი ოცნებაა, რომ მოთამაშემ რომელსაც ვიპოვი ჩემპიონთა ლიგაში იასპარეზოს.  პირველი ასეთი გამოცდილება გიორგი არაბიძიდან გამომდინარე შევიძინე. მას დიდი ხანია თვალს ვადევნებ და ვფიქრობ, რომ ძალიან ნიჭიერია. დიდი პერსპექტივა აქვს და ეს მირჩა ლუჩესკუმაც სათანადოდ შეაფასა. ის 17 წლის მარტში გახდა და ვნახოთ, მისი კარიერა როგორ წარიმართება“ - განაცხადა ინტერნეტპორტალ football.sport.ua-სთან მეტრეველმა, რომელიც ამჟამად საფეხბურთო მენეჯმენტითაა დაკავებული დ უკრაინაში გიორგი არაბიძის ინტერესს იცავს. მეტრეველმა არაბიძესთან დაკავშირებით საინტერესო ისტორია მოჰყვა:

„ცოტა ხნის წინ, მას საინტერესო ისტორია შეემთხვა. ვიზა დაუმთავრდა და თბილისში ჩავიდა, სადაც ვიზს აღების მერე რომში გაფრინდა. იქიდან ბოლონიაში უნდა გადასულიყო, მაგრამ თვითმფრინავმა დააგვიანა და გადაჯდომა ვერ მოასწრო. ფული თან არ ჰქონდა, ჯიბეში 50 ევრო თუ 100 დოლარი ედო. რა უნდა ექნა? ჩვენ მას ბილეთი შევუძინეთ. ის აგვიანებს და მილანისკენ მიმავალ თვითმფრინავში ჯდება, რადგან ბოლონიაზე ბილეთები არ იყო. თვითმფრინავი 40 წუთი შეფერხდა. ეს ყველაფერი „კარპისთან“ ამხანაგური მატჩის დღეს ხდება.

მილანში ტაქსში ჩაჯდა, ფული არ ჰქონდა და მას ავუხსენით, რომ ტაქსისტისთვის კარპიში სასტუმრომდე ჩაყვანა ეთხოვა და ჩვენ ფულს გადავუხდიდით. თუმცა, ტაქსისტმა ჩამოსვა და 200 ევროს წინასწარ გადახდა მოსთხოვა. მოკლედ, დიდი თავგადასავლებით ის დანიშნულების ადგილზე ჩავიდა და გუნდს რამდენიმე საათით ადრე შეუერთდა. მარლოსის მაგივრად შეცვლაზე შევიდა და 15 წუთი ითამაშა. ჩემი აზრით ცუდად არ გამოიყურებოდა“.

 

ფეხბურთი, პარასპორტი, ვიდეო, ინტერვიუ, კარატე,

არქივის კალენდარი

2020 ნოემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ