ყველა სპორტული სიახლე

სფფ-ს ახალი პრეზიდენტის პირველი სამუშაო დღე

სფფ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ლევან კობიაშვილი პირველად ეწვია ქართული ფეხბურთის მართველი ორგანოს შენობას. 38 წლის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ეს ის ადგილია, სადაც იმართებოდა ე.წ. აღმასკომის სხდომები" - ღიმილით აღნიშნა კობიაშვილმა, შემდეგ კი ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლებსა და მახლოებული სანაკრებო მატჩების შესახებ ისაუბრა.

„პირადად შევხვდები და გავესაუბრები სფფ-ს ყველა თანამშრომელს. ფეხბურთის ფედერაციაში ბევრი პროფესიონალია დასაქმებული. ბედნიერი და მოხარული ვარ, რომ მათთან ერთად მომიწევს მუშაობა.

ძალიან მნიშვნელოვანი კვირა გველის, რადგან როგორც ახალგაზრდულ, ასევე ეროვნულ ნაკრებს საშინაო მატჩები აქვთ. როგორც ვიცი ამ მხრივ რაღაც პრობლემები არის, ამიტომაც პირველ რიგში მთავარია ნაკრებ გუნდებს ჰქონდეთ მომზადების სრუფლასოვანი პირობები’’ - აღნიშნა კობიაშვილმა.

შეგახსენებთ, სფფ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ლევან კობიაშვილმა 18 ხმა მიიღო, რევაზ არველაძემ - 15, ხოლო მამუკა კვარაცხელიას ნდობა არავინ გამოუცხადა.

ფეხბურთი, ვიდეო, ინტერვიუ,

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ