ყველა სპორტული სიახლე

„იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგაში 89,1 მილიონი გამოიმუშავა

ტურინის „იუვენტუსმა“ უეფას ჩემპიონთა ლიგის 2014-2015 წლების გათამაშებაში ყველაზე მეტი საპრიზო თანხა გამოიმუშავა.

უეფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ჩემპიონთა ლიგის ფინალისტმა ტურინელებმა 89,1 მილიონი ევრო მიიღეს. ამავე დროს, ლიგის მომგები „ბარსელონას“ სალარო 61,27 მილიონი ევროთი შეივსო.

ასეთი სიტუაციაა მარკეტინგულ უფლებებს უკავშირდება, რადგან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ ორი იტალიური კლუბი მონაწილეობდა, რომელთაგან „რომა“ პლეი ოფში ვერ გავიდა.

„ბარსელონას“ კი, თავისი შემოსავლის განაწილება მადრიდის „რეალისა“ და „ატლეტიკოსთვის“ მოუწია, რომელთაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დაძლიეს.

ფეხბურთი, ინტერვიუ, საქართველო,

არქივის კალენდარი

2020 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ