ყველა სპორტული სიახლე

მესის საგოლე გადაცემა პენალტიდან (ვიდეო)

ესპანეთის ლა ლიგის 24-ე ტურში ''ბარსელონამ'' საკუთარ მოედანზე ''სელტა'' 6:1 დაამარცხა.

მატჩის 82-ე წუთზე ლეო მესიმ თერთმეტმეტრიანი დარტყმა შეასრულა, ოღონდ მან დარტყმის ნაცვლად სუარესისთვის საგოლე გადაცემის გაკეთება გადაწყვიტა.

ურუგვაელმა ფორვარდმა მესის პასით სტუმრებს მესამე გოლი გაუტანა და ბომბარდირთა დავაში კრიშტიანუ რონალდოს გადაასწრო.

giphy

მესიმ თერთმეტმეტრიანი გამიზნულად არ დაარტყა და სუარესს ჰეთტრიკის შესრულებაში დაეხმარა. ბრავო #MESSI

Posted by MySports.Ge on Sunday, 14 February 2016

ფეხბურთის ისტორიაში ორიგინალურად შესრულებული არაერთი პენალტი ფიქსირდება. ერთერთი მსგავსი თერთმეტმეტრიანის ავტორი 1982 წელს, იოჰან კრუიფი გახდა, მან თანაგუნდელთან პენალტი გაითამაშა და საბოლოოდ გოლიც თავად გაიტანა.  

ფეხბურთი, ინტერვიუ, ევროპა, კარატე

არქივის კალენდარი

2021 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ