ყველა სპორტული სიახლე

ლაშა ფერაძის მე-11 ადგილი

ლილეჰამერში მიმდინარე ზამთრის II ახალაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე, მოციგავეთა შეჯიბრებაში მე-11 ადგილი დაიკავა ქართველმა სპორტსმენმა ლაშა ფერაძემ. თამაშების ჩემპიონი გახდა ლატვიელი კრისტერს აპარჯოსი, ვერცხლის მედალი მიიღო გერმანელმა პაულ-ლუკას ჰაიდერმა, ბრინჯაოსი - კანადელმა რიდ ვოთსმა. მედლებისთვის ბრძოლაში სულ 22 მოციგავე მონაწილეობდა.

ფერაძე პირველ ცდაზე 48.721 წამში დაეშვა (მე-10 შედეგი), მეორე ცდაზე _ 48.786 წამში (მე-13 შედეგი), ჯამურად კი 1:37.507 წუთი დაუგროვდა. მან უკან ჩამოიტოვა რამდენიმე ძლიერი მეტოქე, მათ შორის _ შვედეთის, აშშ-ს, უკრაინისა და ჩეხეთის წარმომადგენლები.

ლაშა ფერაძე 2000 წლის 23 აპრილს ბაკურიანში დაიბადა, ციგაობაში ვარჯიში 9 წლისამ დაიწყო, ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების საგზური მსოფლიოს თასის ეტაპებზე სტაბილური გამოსვლის შემდეგ მიიღო.

ლილეჰამერში კიდევ ერთი ჩვენი სპორტსმენი _ 17 წლის მესტიელი სამთო მოთხილამურე ბესარიონ ჯაფარიძე იასპარეზებს. ის 16 თებერვალს გიგანტურ სლალომში გამოვა, 19 თებერვალს კი  - სლალომში.

www.geonoc.org.ge

ძალოსნობა

არქივის კალენდარი

2020 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ