ყველა სპორტული სიახლე

VIDEO EXCLUSIVE – მიხეილ ბაღათურია: მომდევნო ევროპის ჩემპიონატზე ბევრად უკეთესად ვითამაშებთ

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ბელგრადში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე თურქეთის ნაკრები 12:11 დაამარცხა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ჩვენი გუნდი 16 გუნდიან პირველობაზე მე-14 ადგილზე გავიდა და რაც მთავარია ბუდაპეშტში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატთან შედარებით ბევრად გააზრებული და საინტერესო წყალბურთი ითამაშა.

ბელგრადში ერთ-ერთი გამორჩეული იყო მიხეილ ბაღათურია, რომელსაც გოლებიც გაჰქონდა და საკვანძო ეპიზოდებში თამაშს საკუთარ თავზეც იღებდა. ევროპირველობის დასრულების შემდეგ იოვან პოპოვიჩის გუნდი მსოფლიოს ლიგის გათამაშებას დაუბრუნდა და დღეს თბილისში უნგრეთის ნაკრებს უმასპინძლებს, რომელიც მსოფლიო წყალბურთის გრანდია და ახლახანს დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა.

მიხეილ ბაღათურია ბელგრადში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატს mysports.ge-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აფასებს და სამომავლო გეგმებზეც საუბრობს.

ზამთრის სახეობები, , საქართველო, მსოფლიო, ფიგურული ციგურაობა

არქივის კალენდარი

2020 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ