ყველა სპორტული სიახლე

„ინტერი“ ლომაიასთვის წითელი ბარათის გაუქმებას ითხოვს

საფეხბურთო კლუბ ბაქოს „ინტერის“ პრეზიდენტი გიორგი ნიკოლოვი ქართველ მეკარე გიორგი ლომაიასთვის მიცემული წითელი ბარათის გაუქმებას ითხოვს.

აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-7 ტურში, ზაურ სვანაძის მიერ გაწვრთნილი „ინტერი“ სტუმრად აგდამის „ყარაბაღთან“ 0:2 დამარცხდა. ლომაია ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევეს. სხვათა შორის, მალევე მსაჯმა სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის წითელი ბარათი ზურაბ ხიზანიშვილს აჩვენა.

„მსაჯობაზე ბევრი საუბარი არ მიყვარს. ნებისმიერ შემთხვევაში „ინტერმა“ 0:2 წააგო და მსაჯებზე ჩივილი ამ შედეგს არ შეცვლის. ელვინ ასკეროვის მსაჯობით უკმაყოფილო ვართ. თავდაპირველად მან „ყარაბაღის“ კარში პენალტი არ დანიშნა, ხოლო შემდეგ თერთმეტმეტრიანი ჩვენს კარში მოიგონა და ლომაია გააძევა. აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციაში ამიტომ ვიჩივლეთ.

ჩვენ მხოლოდ ლომაიასთვის ნაჩვენები წითელი ბარათის გაუქმებას ვითხოვთ. საქმე ისაა, რომ მეორე მეკარე სალახატ აგაევი დიდი ხნით გამოგვაკლდა და ლომაიას დაკარგვა გუნდისთვის დამღუპველი იქნება. ფედერაციაში ეპიზოდი განიხილონ და პენალტი თუ არ იყო „წითელი“ გააუქმონ.

ხიზანიშვილის გაძევებას რაც შეეხება, „ინტერი“ ამის თაობაზე არ იჩივლებს. ხიზანიშვილი თავისი საქციელის გამო გააძევეს და მსაჯი მართალია“ - იუწყება ნიკოლოვის სიტყვებს ინტერნეტპორტალი azerifootball.com-ი.

განვლილ შეხვედრაში შეგირდების გარჯა სვანაძემ ასე შეაფასა:

„პირველ ტაიმში თითქოს გვეძინა. შესვენების შემდეგ უკეთ ავთამაშდით, მაგრამ შექმნილი მომენტები ვერ გამოვიყენეთ.

პენალტი ჩვენს კარში? ამის შესახებ ვერაფერს ვიტყვი, რადგან ეპიზოდისგან შორს ვიყავი. ამის მიუხედავად ვფიქრობ, რომ ლომაიამ ბურთზე ითამაშა. თავის მხრივ, „ყარაბაღის“ ფეხბურთელმა კარს ბურთი სპეციალურად ააცილა”

ფეხბურთი, კალათბურთი, პარასპორტი, ვიდეო, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ