ყველა სპორტული სიახლე

ხიხონელებს სანაბრია გამოაკლდათ

ხიხონის „სპორტინგის“ თავდამსხმელი ანტონიო სანაბრია ესპანეთის საფეხბურთო პრიმერა დივიზიონში თვენახევარი ვერ ითამაშებს.

ახალგაზრდა პარაგვაელმა ბარძაყის ტრავმა ხუთშაბათს ვარჯიშზე მიიღო. თავდაპირველად, „სპორტინგში“ ფიქრობდნენ, რომ ის მხოლოდ ორშაბათს „გრანადასთან“ შეხვედრას გამოტოვებდა. თუმცა, Marca-სინფორმაციით, მაგნიტო-რეზონანსულმა გამოკვლევამ დაადგინა, რომ სამხრეთამერიკელი 6 კვირას გააცდენს.

მიმდინარე სეზონში, პარაგვაელმა, რომელიც „სპორტინგმა“ „რომადან“ ინათხოვრა ტრავმების გამო თამაშები უკვე გამოტოვა. მან ესპანურ კლუბში 2 გოლი გაიტანა.

უახლოესი 5 მატჩის განმავლობაში, აბელარდო ტრავმირებულ თავდამსხმელს მიგელ გერეროთი ან კარლოს კასტროთი შეცვლის.

ფეხბურთი, ჰოკეი‎, ინტერვიუ

არქივის კალენდარი

2021 მარტი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ