ყველა სპორტული სიახლე

ზინედინ ზიდანის წარმატებული დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე (ვიდეო)

უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში ''რომა'' საკუთარ მოედანზე მადრიდის ''რეალთან'' დამარცხდა.

ზინედინ ზიდანის ფეხბურთელებმა მასპინძლები 2:0 დაამარცხეს.

ჩემპიონთა ლიგაზე რომაელებთან დაპირისპირება ზიდანისთვის სადებიუტო იყო მწვრთნელს რანგში.

ანგარიში 57-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდომ გახსნა. პორტუგალიელმა ვარსვკვლავმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მე-12 გოლი გაიტანა.

საბოლოო ანგარიში კი შეცვლაზე შესულმა ხესემ დააფიქსირა. ესპანელმა ფეხბურთელმა გოლი 86-ე წუთზე გაიტანა.

''რომა'' 0:2 მადრიდის ''რეალი''

''რომა'': შესნი, ფლორენცი (ტოტი 87), მანოლასი, რუდიგერი, დინიე, პიანიჩი, ვაინკუერი (დე როსი 77), ნაინგოლანი, ელ შაარავი (ძეკო 64), სალაჰი, პეროტი

მთავარი მწვრთნელი: ლუჩიანო სპალეტი

მადრიდის ''რეალი'': ნავასი, კარვახალი, ვარანი, რამოსი, მარსელო, მოდრიჩი, კროოსი, ისკო (კოვაჩიჩი 64), ხამეს როდრიგესი (ხესე 82), ბენზემა, რონალდო (კასემირო 89)

მთავარი მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

ფეხბურთი, ინტერვიუ, საქართველო, ევროპა, კარატე

არქივის კალენდარი

2020 ნოემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ