ყველა სპორტული სიახლე

ნანა ძაგნიძე გრან პრის გათამაშებას ლიდერობს

ირანის დედაქალაქ თეირანში მიმდინარეობს ქალ მოჭადრაკეთა გრან პრის მე-2 ეტაპი, სადაც ქართველი მოჭადრაკეებიც გამოდიან - საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძე მე-6 ტურის შემდეგ სულაც პირველ ადგილზე გადავიდა.

ძაგნიძემ შავი ფიგურებით უკრაინელი ნატალია ჟუკოვა დაამარცხა და 4.5 ქულა აქვს. ამდენივე ქულა დააგროვა რუსმა ნატალია პოგონინამაც, მაგრამ ძაგნიძე კონკურენტს დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს.

ძაგნიძეს და პოგონინას 0.5 ქულით ჩინელები ქსუე ჟაო და ვენჯუნ ჟუ ჩამორჩებიან და წესით პირველობისთვის ეს ოთხეული იბრძოლებს. მეორე ქართველი ნინო ბაციაშვილი 1.5 ქულით 12 მონაწილეს შორის ბოლო ადგილზეა. 18 თებერვალს თეირანში მე-7 ტურის პარტიები შედგება და ჩვენთვის საინტერესოა, რომ ძაგნიძე ბაციაშვილს თეთრი ფიგურებით გაეჯიბრება.

baciashvili

პარასპორტის ფოტოები

არქივის კალენდარი

2020 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ