ყველა სპორტული სიახლე

''მანჩესტერ იუნაიტედმა'' ევროპის ლიგაზეც წააგო, ''დორტმუნდმა'' ''პორტოს'' აჯობა (ვიდეო)

უეფას ევროპის ლიგის 1/16 ფინალურ ეტაპზე 18 თებერვალს შვიდი მატჩი გაიმართა.

დამაჯერებლად მოიგო ''სევილიამ'', რომელმაც საკუთარ მოედანზე ''მიოლდე'' დაამარცხა.

დაძაბულ მატჩში მინიმალური ანგარიშით მოიგო ''ვილიარეალმა''. ესპანელებმა ''ნაპოლის'' მოუგეს.

საინტერესო მატჩი შედგა ფლორენციაში, სადაც ''ფიორენტინამ'' ლონდონის ''ტოტენჰემს'' უმასპინძლა.

იტალიელებისა და ინგლისელების დაპირისპირება 1:1 დასრულდა.

''ანდერლეხტი'' 1:0 ''ოლიმპიაკოსი''

საკუთარ მოედანზე საბერძნეთის ჩემპიონატის ლიდერი დაამარცხა ანდერლეხტმა. ბელგიელებმა ბერძნებს მინიმალური ანგარიშით მოუგეს.

მატჩის ერთადერთი გოლი მბოჯიმ გაიტანა. სენეგალელმა მცველმა გოლი 67-ე წუთზე გაიტანა. ანდერლეხტისა და ოლიმპიაკოსის საპასუხო მატჩი საბერძნეთში 25 თებერვალს გაიმართება.

12728954_10153849516433911_98341841987728875_n

''სევილია'' 3:0 ''მიოლდე''

საკუთარ მოედანზე მოიგო ევროპის ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა სევილიამ. ესპანელებმა ''მიოლდე'' 3:0 დაამარცხეს და 1/8 ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.

ანგარიში ფერნანდო ლორენტემ გახსნა. ესპანელმა ფორვარდმა 35-ე წუთზე გაიტანა. ლორენტემ მეორე ტაიმის დებიუტში დუბლი შეასრულა, ამჯერად მან 49-ე წუთზე შეძლო თავის გამოჩენა.

მატჩის საბოლოო ანგარიში კევინ გამეირომ 72-ე წუთზე დააფიქსირა. ''სევილიასა'' და ''მიოლდეს'' საპასუხო მატჩი 25 თებერვალს გაიმართება.

''ფიორენტინა'' 1:1 ''ტოტენჰემი''

სტუმარად სასურველ შედეგს მიაღწია ლონდონის ''ტოტენჰემმა''. მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა ფრე ''ფიორენტინასთან'' ითამაშა.

ანგარიში სტუმრებმა 37-ე წუთზე გახსნა. თავი თერთმეტმეტრიანი დარტყმით ლონდონელთა ნახევარმცველმა ჩადლიმ გამოიჩინა.

წონასწორობა 59-ე წუთზე ბერნარდერსკიმ აღადგინა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საპასუხო მატჩი ლონდონში 25 თებერვალს გაიმართება.

''დორტმუნდი'' 2:0 ''პორტო''

საკუთარ მოედანზე დამაჯერებლად მოიგო ტუხელის გუნდმა. დორტმუნდელებმა ''პორტო'' 2:0 დაამარცხეს.

აღნიშნულ დაპირისპირებაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო მასპინძელთა ათიანი ჰენრიხ მხითარიანი.

სომეხმა ფეხბურთელმა ორივე გოლში მიიღო მონაწილეობა.

მისი პასით მე-6 წუთზე ანგაირიშ პიშშეკმა გახსნა.

მეორე გოლი კი მარკო როისმა ასევე მხითარიანის პასით 71-ე წუთზე გაიტანა.

პორტუგალიაში საპასუხო მატჩი 25 თებერვალს გაიმართება.

''მიდტულანდი'' 2:1 ''მანჩესტერ იუნაიტედი''

სტუმარდ მინიმალური სხვაობით დამარცხდა ლუი ვან გაალის გუნდი. ''იუნაიტედმა'' დანიუტ ''მიდტულანდთან'' წააგო. ინგლისელები იგებდნენ, თუმცა მასპინძლებმა თამაშის შემოტრიალება მოახერხეს და სასურველ შედეგს მიაღწიეს.

ანგარიში მემფის დეპაიმ 37-ე წუთზე გახსნა. 44-ე წუთზე მასპინძლებმა სისტოს გოლით წონასწორობა აღადგინეს.

მატჩის საბოლოო ანგარიში ონაუჩუმ 77-ე წუთზე დააფიქსირა. საპასუხო დაპირისპირება ''ოლდ ტრაფორდზე'' 25 თებერვალს შედგება.

''ვილიარეალი'' 1:0 ''ნაპოლი''

დაძაბული აღმოჩნდა ''ვილიარეალისა'' და ''ნაპოლის'' დაპირისპირება, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.

ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი მატჩის 82-ე წუთზე დენის სუარესმა გაიტანა. 22 წლის ფეხბურთელმა საჯარიმო დარტყმა შეასრულა ზუსტად.

საპასუხო მატჩი იტალიაში 25 თებერვალს გაიმართება.

''სენტ-ეტიენი'' 3:2 ''ბაზელი''

საკუთარ მოედანზე მოიგო ლიგა 1-ის ბინადარმა ''სენტ-ეტიენმა''. ფრანგებმა ''ბაზელი'' მინიმალური სხვაობით დაამარცხეს.

ანგარიში მე-9 წუთზე სალიმ გახსნა და მასპინძლები დააწინაურა. ფრანგების უპირატესობა 39-ე წუთზე მონეტ-პაკეტმა გაზარდა.

პირველი ტაიმის მიწურულს მასპინძლებს გოლი სტუმართა მცველმა ვალტერ სამუელმა გაუტანა. ვეტერანმა ფეხბურთელმა გოლი 44-ე წუთზე შეაგდო.

56-ე წუთზე შვეიცარიელებმა წონასწორობა აღადგინეს. თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად ჯანკომ შეასრულა.

მატჩის საბოლოო ანგარიში შეცვლაზე შესულმა ბაბეკმა 77-ე წუთზე დააფიქსირა. საპასუხო მატჩი 25 თებერვალს შვეიცარიაში გაიმართება.

12734046_10153914359726407_2157691806755768965_n

ფეხბურთი, ინტერვიუ, ევროპა, კარატე

არქივის კალენდარი

2020 ნოემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ