ყველა სპორტული სიახლე

ქართულ დერბიში ძაგნიძემ გაიმარჯვა

თეირანში მიმდინარე ფიდე-ს გრან-პრის II ეტაპის მე-7 ტურში ქართული დერბი შედგა: ნანა ძაგნიძე (2529) თეთრი ფიგურებით ნინო ბაციაშვილს (2485) დაუპირისპირდა, გამარჯვება მოიპოვა და პირველი ადგილი შეინარჩუნა.

ძაგნიძეს 5.5 ქულა აქვს და რუს ნატალია პოგონინას (2454) დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს. პოგონინამ ასევე თეთრი ფიგურებით უმაღლესი რეიტინგის მქონე ინდოელი ჰამპი კონერუ (2583) დაამარცხა.

5-5 ქულით მესამე-მეოთხე პოზიციებზე რჩებიან ჩინელები ქსუე ჟაო (2506) და ვენჯუნ ჟუ (2558). ბაციაშვილს, მხოლოდ 1.5 ქულა აქვს და კრამლინგთან ერთად, მეთერთმეტე-მეთორმეტე ადგილებს ინაწილებს.

19 თებერვალს, მე-8 ტურში, ძაგნიძე თეთრი ფიგურებით ინდოელ დრონავალი ჰარიკას (2511) ეთამაშება, რომელიც 3.0 ქულით მე-7 ადგილზეა.

პარასპორტის ფოტოები

არქივის კალენდარი

2020 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ