ყველა სპორტული სიახლე

"საბურთალომ" ჭაბუკთა ჩემპიონთა ლიგაში პირველი თამაში წააგო

საფეხბურთო კლუბმა "საბურთალომ" ჭაბუკთა ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციოზე ეტაპზე პირველი მატჩი სტუმრად დანიის "მიდტიულანდთან" 1:3 დამარცხდა.

შეხვედრის პირველი ტაიმი დანიელებმა 2:0 მოიგეს - ანგარიში სიმონ სტერინგმა გახსნა, ხოლო  მეორე გოლი იონა გემერმა გაიტანა. მეორე ტაიმის დაწყებიდან რამდენიმე წუთში ქართველებმა სხვაობა შეამცირეს. გრიგოლ ჩაბრაძის მიერ შესრულებული საჯარიმოს შემდეგ, გემერმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. დანიელებიდან მესამე გოლი რასმუს ნისენმა მიითვალა, რომელმაც მეტოქის კარი ძირითადი დროის დასრულებამდე 6 წუთით ადრე აიღო. საპასუხო შეხვედრას "საბურთალო" 21 ოქტომბერს თბილისში ჩაატარებს.

მიდტიულანდი (დანია) - საბურთალო (თბილისი) 3:1 (2:0)

მიდტიულანდი: ოტესენი, რასმუს ნიკოლაისენი, მარბეკი, ლაურიტსენი, ნისენი, გემერი, კირკი (ოლსენი, 74), სტერინგი (იაკუპ ტომსენი, 64), რუტიკანგა, მუნსკრაანგი, ტუხოსენი.

მთავარი მწვრთნელი: კენეტ ანდერსენი.

საბურთალო: ქურდაძე, ჩაბრაძე, მარგველაშვილი, მამუჩაშვილი, ვაჭარაძე, ალთუნაშვილი, ბიძინაშვილი, ხარაიშვილი, გვარაძე, კოხრეიძე (ჩოგაძე, 52), გოშთელიანი.

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი.

გოლები:1 :0 სტერინგი (23), 2:0 სტერინგი (41), 2:1 სტერინგი (50, საკუთარ კარში), 3:1 ნისენი (84).

გაფრთხილებები: ტუხოსენი (9), ლაურიტსენი (39), ჩაბრაძე (40), მარგველაშვილი (60), ნისენი (73).

 

ფეხბურთი, ვიდეო, ინტერვიუ,

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ