ყველა სპორტული სიახლე

ბორჯღალოსნების მხარდასაჭერ მატჩში პოლიტიკოსები ითამაშებენ

როგორც რაგბის კავშირის ოფიციალური გვერდი იუწყება "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე მსოფლიოს თასზე  მოასპარეზე საქართველოს ნაკრების მხარდასაჭერი მატჩი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ვეტერანი მორაგბეები და მთავრობის სხვა წარმომადგენლები მიიღებენ.

რაგბის კავშირის წარმომადგენლების გარდა შეხვედრას ასევე დაესწრება დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ალექსანდრა ჰოლ ჰოლი.

5 ოქტომბერს 19:00 საათზე მინისტრებისა და ვეტერანების ე.წ. კაპიტნის ვარჯიში გაიმართება, თავად მატჩი კი 6 ოქტომბერს 19:00 საათზე დაიწყება.

ასევე შეგახსენებთ, რომ ჰეიგის გუნდი ინგლისის მსოფლიო ჩემპიონატზე  ტურნირის უკანასკნელ მატჩს 7 ოქტომბერს ნამიბიის წინააღმდეგ გამართავს, მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. С ჯგუფში  მესამე ადგილზე გასვლის შემთხვევაში საქართველო ავტომატურად მოიპოვებს შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლებას.

რაგბი, პარასპორტი, ვიდეო, ევროტურნირები

არქივის კალენდარი

2021 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ