ყველა სპორტული სიახლე

მარკოიშვილის შედეგიანი თამაში და ფინალის საგზური (ვიდეო)

მანუჩარ მარკოიშვილის "დარუშაფაკამ" თურქეთის თასის ფინალის საგზური მოიპოვა, რაშიც დიდი წვლილი ქართველმა კალათბურთელმა შეიტანა.

სტამბოლელებმა "ბანვითს" 76:74 სძლიეს, გადამწყვეტი ქულები კი სწორედ მარკოიშვილის ანგარიშზეა. ქართველმა მოედანზე 29 წუთი გაატარა და შეხვედრა 16 ქულით, 5 მოხსნით და 2 ჩაჭრით დაასრულა. მანუმ ერთიდან 1 ორქულიანი, შვიდიდან 3 სამიანი და ექვსიდან 5 საჯარიმო ჩააგდო.

ფინალურ შეხვედრაში "დარუშაფაკა" ერთ-ერთ მოწინავე გუნდს, "ფენდერბაჰჩეს" შეხვდება.

 

კალათბურთი, პარასპორტი, საქართველო, კარატე

არქივის კალენდარი

2020 ნოემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ