ყველა სპორტული სიახლე

ზუგდიდის სტადიონის მშენებლობა 20 მილიონი დაჯდება

ზუგდიდში, უეფას III კატეგორიის შესაბამისი სტანდარტების სტადიონის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობას, კაფსულის ჩადებით, საფუძველი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩაუყარა. პრემიერის თქმით, ზუგდიდელები დიდი ხანია ელოდებიან ცენტრალური სტადიონის მშენებლობას და მათ ახლო მომავალში ექნებათ 7200-ზე მეტ მაყურებელზე გათვლილი საფეხბურთო მოედანი. მანვე იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო სტანდარტების სტადიონი რეგიონის განვითარებაში თავის წვლილს შეიტანს.

პროექტის ღირებულება 20 მილიონი ლარია, სტადიონის პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის გამოყოფილია 9 747 000 ლარი. ამჟამად მიმდინარეობს მიწისზედა გრუნტის სამუშაოები და მუშაობს მძიმე ტექნიკა.

სტადიონს ექნება მაყურებელთა 10 შესასვლელი, ასევე სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანების მისასვლელები. დასავლეთ ტრიბუნასთან განთავსდება ავტობუსის პარკინგი გუნდების, ქომაგების და მედიისთვის. ტრიბუნების ქვეშ განლაგდება მაღაზიები, კვების ობიექტები, გუნდების ოთახები, საშხაპეები, მსაჯების ოთახები და ა.შ. სტადიონები და დამხმარე ინფრასტრუქტურა 6,5 ჰექტარ მიწის ფართობს დაიკავებს.

სტადიონს ასევე ექნება სათადარიგო მოედანი, რომელიც 1224 მაყურებელზე იქნება გათვლილი. სათადარიგო სტადიონი სხვადასხვა თამაშის ერთდროულად გამართვის შესაძლებლობასაც იძლევა. ძირითადი მოედანი ბუნებრივი საფარით დაიფარება, ხოლო სათადარიგო -ხელოვნურით.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

ფეხბურთი, ზამთრის სახეობები, ინტერვიუ, კარატე

არქივის კალენდარი

2020 ნოემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ