ყველა სპორტული სიახლე

ფარცვანია უკრაინის პრემიერლიგის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

დონეცკის „ოლიმპიკის“ მცველი თემურ ფარცვანია ინტერნეტპორტალ footboom.com-ის ვერსიით, უკრაინის პრემიერლიგის მე-10 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

განვლილ ტურში, „ოლიმპიკმა“ სტუმრად ზაპოროჟიეს „მეტალურგი“ 3:0 დაამარცხა და ფარცვანიამ საიმედოდ ითამაშა, მაგრამ 74-ე წუთზე ტრავმის გამო მოედანი ნაადრევად დატოვა.

„ოლიმპიკის“ მარჯვენა მცველმა ზაპოროჟიეში თამაში აქტიურად ჩაატარა და ტელეკამერების ობიექტივში ხშირად ხვდებოდა. ფარცვანიას ორი შორეული დარტყმა დასამახსოვრებელი იყო: პირველ შემთხვევაში ბურთმა ზედა ძელს ჩაუქროლა, ხოლო მეორედ მეტოქის მეკარე სტარცევმა გუნდი გოლის გაშვებისგან გადაარჩინა.

წარუმატებლობამ წონასწორობიდან არ გამოიყვანა და მალე მან გამოზომილი გადაცემით კადიმიანი „მეტალურგის“ მეკარესთან პირისპირ გაიყვანა - 2:0. ამით მატჩის ბედი გადაწყდა.

სამწუხაროდ, „ოლიმპიკმა“ მატჩი ფარცვანიას გარეშე დაასრულა - მცველმა ტრავმის ფასად თავის საჯარიმოში მეტოქის „გამჭოლი“ გადაცემა დაბლოკა“- იუწყება footboom.com-ი ქართველის შესახებ.

24 წლის ფარცვანია საქართველოშია დაბადებულ-გაზრდილი, მაგრამ ამჟამად უკრაინის მოქალაქეა.

 

ფეხბურთი, ვიდეო

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ