ყველა სპორტული სიახლე

ნანა ძაგნიძის მარცხი თეირანში

ნანა ძაგნიძემ თეირანში მიმდინარე ფიდე-ს გრან-პრის II ეტაპზე პირველი შეხვედრა წააგო და ლიდერობა დაკარგა. მე-9 ტურში ძაგნიძე შავი ფიგურებით შვედ პია კრამლინგთან დამარცხდა და 6.5 ქულა დარჩა, ამიტომ მე-2 ადგილზე დაქვეითდა.

შეჯიბრის ლიდერი ჩინელი ქსუე ჟაო (2506) გახდა, რომელმაც შავებით რუს ნატალია პოგონინას (2454) სძლია და ასევე 6.5 ქულა აქვს, მაგრამ ქართველს დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს. ძაგნიძეს თეირანში 2 პარტია დარჩა ჩასატარებელი - 22 თებერვალს თეთრი ფიგურებით ჟუს ეთამაშება, ხოლო 23-ში – შავებით პოგონინას.

გრან-პრის მონაწილე 12 მოჭადრაკეს შორის ისევ ბოლო ადგილზე რჩება ნინო ბაციაშვილი (2485), რომელმაც შავი ფიგურებით ყაიმი ინდოელ დრონავალი ჰარიკასთან (2511) ითამაშა და 9 ტურში 2.0 ქულა მოუგროვდა. ბაციაშვილი მე-10 ტურში თეთრებით კიდევ ერთ ინდოელ ჰამპი კონერუს (2583) დაუპირისპირდება, დასკვნით პარტიას კი შავებით კრამლინგთან ჩაატარებს.

 

პარასპორტის ფოტოები

არქივის კალენდარი

2020 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ