
ნატრიაშვილის ლელო “ტულონის“ მაისურით (ვიდეო)
საფრანგეთის ტოპ-14-ში “ტულონმა“ “ოინოქსი“ სტუმრად 44:13 დაამარცხა. ლევან ჩილაჩავამ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და 51-ე წუთზე შეცვალეს, მამუკა გორგოძე და კოტე მიქაუტაძე განაცხადში არ იყვნენ, იური ნატრიაშვილმა კი, ვინც “ტულონში“ “სამედიცინო ჯოკრის“ სტატუსით მივიდა 61-ე წუთიდან ითამაშა და ლელოც გაიტანა.
საინტერესოა, რომ 32 წლის მორაგბისთვის ეს პირველი ლელოა საფრანგეთის ტოპ 14-ში. ქართველების გუნდს ამ გამარჯვებით 46 ქულა დაუგროვდა და მეორე ადგილზეა. სატურნირო ცხრილს 48 ქულით “მეტრო რასინგი“ ლიდერობს.