ყველა სპორტული სიახლე

ახალმა ზელანდიამ საფრანგეთი გაანადგურა

მსოფლიო თასის მეორე 1/4-ფინალურ მატჩში ახალმა ზელანდიამ საფრანგეთის ნაკრები გაანადგურა და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. "ოლ ბლექსმა" მეტოქეს პლეიოფისთვის ძალიან უჩვეულო ანგარიშით, 62:13 სძლია.

ზელანდიელებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს და 28-ე წუთისთის რეტალიკის, მილნერ-სკუდერისა და სავეას ლელოებით 24:6-ს იგებდნენ. ფრანგებმა გაიბრძოლეს და ხანგრძივი შეტევა 35-ე წუთზე პიკამოლის ლელოთი დასრულდა და "ლე ბლეც" თითქოს დაბრუნდა თამაშში, თუმცა 2 წუთში სავეამ კიდევ ერთხელ დაამიწა ფრანგთა ჩათვლის მოედანში და ტაიმიც "ოლ ბლექსის" დამაჯერებელი გამარჯვებით, 29:13 დასრულდა.

შესვენების შემდეგ კი მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი იყო. ფრანგთა მხრიდან ლელოს ავტორმა დებიუტშივე მიიღო ყვითელი ბარათი და მოედანი 10 წუთით დატოვა. მალევე კაინომ დადო ლელო, რის შემდეგაც მას სავეამ, რიდმა და კერლ-ბარლოუმაც (ამ უკანასკნელმა ორჯერ) მიბაძეს და საბოლოოდ იოლი და ლამაზი გამარჯვებაც მოიპოვეს.

ნახევარფინალში ახალი ზელანდია სამხრეთ აფრიკის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი 24 ოქტომბერს შედგება.

 

ახალი ზელანდია 62:13 საფრანგეთი

ახალი ზელანდია: რიდი, ფრენკსი, ვაითლოქი, კაინო, მაკკოუ, სმიტი, ნონუ, კარტერი, კროკეტი, რეტალიკი, ბ.სმიტი, სავეა, კოულსი, მილნერ-სკუდერი.

სათადარიგოები: მუდი, ბარნეტი, ფაუმუინა, ვილიმასი, მეალამუ, კერ-ბარლოუ, ვიტო, კეინი.

ლელო: რეტალიკი (10), მილნერ სკუდერი (22), სავეა (28), სავეა (37), კაინო (49), სავეა (58), რიდი (64), კერ-ბარლოუ (67), კერ-ბარლოუ (70)

ჯერიმა: კარტერი (6)

საფრანგეთი: ფოფანა, პარა, ბენ არუა, ლა როქსი, გირარდო, დუსატუა, მაესტრი, მიშალაკი, პიკამოლი, პაპე, სპედინგი, სლიმანი, დულინი, ნაკაიტაჩი, დუმულინი

სათადარიგოები: ტალესი, ნიანგა, სზარზევსკი, ბასტარო, მასი, დებატი, კოკოტი, შული.

ლელო: პიკამოლი (35)

ჯარიმა: სპედინგი (8), პარა (14)

 

მსოფლიო, სხვადასხვა, რაგბი

არქივის კალენდარი

2019 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ