ყველა სპორტული სიახლე

ძაგნიძის მარცხი გრან პრიზე

თეირანში მიმდინარე ფიდე-ს გრან-პრის II ეტაპის დასრულებამდე ერთი ტური დარჩა. 9 ტურის შემდეგ ტურნირს 6.5-6.5 ქულით ჩინელი ქსუე ჟაო (2506) და ქართველი ნანა ძაგნიძე (2529) ლიდერობდნენ, მაგრამ ბოლოსწინა ტურში ორივე დამარცხდა. ჩინელმა თეთრი ფიგურებით ირანელ სარასადატ ხადემალშარიეჰთან (2403) წააგო, ხოლო ძაგნიძე ასევე თეთრებით ჩინელ ვენჯუნ ჟუსთან (2558) დამარცხდა.

შესაბამისად, 7.0-7.0 ქულით პირველ-მეორე ადგილებს ჟუ და ხადემალშარიეჰი ინაწილებენ, ჟაოს და ძაგნიძეს კი 6.5-6.5 ქულა შერჩათ და მესამე-მეოთხე პოზიციებზე არიან. 23 თებერვალს ბოლო ტურია. ძაგნიძე შავი ფიგურებით რუს ნატალია პოგონინას (2454) ეთამაშება, ჟაო კი ასევე შავებით რუს ვალენტინა გუნინას (2496).

12 მონაწილეს შორის ბოლო ადგილზეა ნინო ბაციაშვილი, რომელიც თეთრებით ინდოელ ჰამპი კონერუს (2583) დაუზავდა. ბაციაშვილს 2.5 ქულა მოუგროვდა, ბოლო პარტიას კი შავი ფიგურებით შვედ პია კრამლინგთან (2521) ჩაატარებს.

პარასპორტის ფოტოები

არქივის კალენდარი

2020 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ