ყველა სპორტული სიახლე

პატარა “ბორჯღალოსნები“ მეორე მატჩისთვის ემზადებიან (ვიდეო)

20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები არგენტინაში მეორე ამხანაგური თამაშისთვის ემზადება. ქართველმა მორაგბეებმა 20 თებერვალს ბუენოს აირესში, არგენტინელ 20-წლამდელებთან 17:36 წააგეს. მეორე დღე ჩვენმა მორაგბეებმა ძალების აღდგენასა და ვიდეო ანალიზს დაუთმეს. გუშინ კი ვარჯიში განაახლეს.

შეგახსენებთ, ტურნეში 4 შეხვედრა შედის. 24 თებერვალს ქართველი მორაგბეები არგენტინელ თანატოლებს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან. შემდეგ კი ურუგვაიში გაემგზავრებიან და 28 თებერვალსა და 4 მარტს, მონტევიდეოში ურუგვაის 20-წლამდელთა ნაკრებს ეთამაშებიან.

სამხრეთამერიკული ტურნე უმცროსი “ბორჯღალოსნებისთვის“ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების ბოლოსწინა ეტაპია. სამხრეთ ამერიკიდან დაბრუნებული გუნდი საქართველოში დასკვნით შეკრებას გაივლის, რომლის შემდეგაც სამწვრთნელო შტაბი სატურნირო შემადგენლობას დაასახელებს. ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი 5-25 ივნისს მანჩესტერში გაიმართება.

 

რაგბი, ევროტურნირები, კარატე

არქივის კალენდარი

2020 ნოემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ