ყველა სპორტული სიახლე

ჩემპიონთა ლიგა - დაუმარცხებელი ''იუვენტუსი'' და იღბლიანი ალეგრი (ვიდეო)

უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველი მატჩი საინტერესო სცენარით განვითარდა ტურინში.

''იუვენტუსმა'' მიუნხენის ''ბაიერნს'' უმასპინძლა და 2:2 ითამაშა.

მასიმილიანო ალეგრის გუნდს ევროპის საკლუბო ტურნირებზე საკუთარ მოედანზე 2013 წლის შემდეგ არ წაუგია.

ტურინში გამართული მატჩი სანახაობრივი და დაძაბული აღმოჩნდა.

ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს სტუმრებმა გახსნეს.

43-ე წუთზე გოლი თომას მიულერმა გაიტანა.

12745702_1174766479236479_1690376500854905148_n

მიუნხენელები 55-ე წუთზე რობენმა კიდევ უფრო დააწინაურა.

''იუვენტუსმა'' ერთი ბურთის გაქვითვა მალევე მოახერხა. 63-ე წუთზე თავი პაბლო დიბალამ გამოიჩინა.

არგენტინელ ფორვარდს მარიო მანჯუკიჩმა გაატანინა.

მატჩის საბოლოო ანგარიში 22 წლის სტეფანო სტურარომ დააფიქსირა.

ალეგრიმ იტალიელი ნახევარმცველი მოედანზე 69-ე წუთზე შეუშვა, სტურარომ კი 76-ზე გაიტანა.

''ბაიერნისა'' და ''იუვენტუსის'' საპასუხო მატჩი ალიანს არენაზე 16 მარტს გაიმართება.

''იუვენტუსი'' 2:2 ''ბაიერნი''

23 თებერვალი. ტურინი. უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპი

''იუვენტუსი'': ბუფონი, ლიხშტაინერი, ბარძალი, ბონუჩი, ევრა, მარკიზიო (ერნანესი 46), ხედირა (სტურარო 69), კუადრადო, პოგბა, დიბალა (მორატა 75), მანჯუკიჩი

მთავარი მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

''ბაიერნი'': ნოიერი, ბერნატი (ბენატია 74), კიმიჩი, ალაბა, ლამი, ვიდალი, ალკანტარა, კოშტა (რიბერი 84), მიულერი, რობენი, ლევანდოვსკი

მთავარი მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

გოლები: 0:1 მიულერი (43), 0:2 რობენი (55), 1:2 დიბალა (63), 2:2 სტურარო (76)

გაფრთხილება: კოშტა (20), ლევანდოვსკი (70), მორატა (79), ვიდალი (90)

ფეხბურთი, ინტერვიუ, ევროპა, კარატე

არქივის კალენდარი

2020 ნოემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ