ყველა სპორტული სიახლე

ევროპარლამენტში პროექტის - “ჭადრაკი სკოლაში" განხილვა მოხდება

24 თებერვალს, ბელგიის დედაქალაქში მდებარე ევროპარლამენტის შენობაში გაიმართება კონფერენცია - თემაზე: “ჭადრაკი სკოლაში”.

ფორუმის ორგანიზატორები არიან: ევროპის პარლამენტის საგანმანათლებლო კომიტეტი,  ევროპის საჭადრაკო კავშირთან ერთად.

კონფერენციის მთავარი მიზანია აჩვენოს თუ როგორ დაინერგა და რა წარმატებას  მიაღწია პროექტმა “ჭადრაკი  სკოლაში” - ევროპული  ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემაში.

კონფერენციის  მსვლელობისას, თავიანთ  მიღწევებს წარადგენენ ევროპის საჭადრაკო კავშირის წევრი  ქვყნების წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ   ევროპის წამყვან ქვეყანათა შორის - საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაც იქნება წარმოდგენილი, როგორც  პროექტის წარმატებული მონაწილე.

www.gcf.org.ge

პარასპორტის ფოტოები

არქივის კალენდარი

2020 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ