ყველა სპორტული სიახლე

ძაგნიძემ გრან-პრის გათამაშება მე-5 ადგილზე დაასრულა

ნანა ძაგნიძემ (2529) თეირანში დასრულებულ ფიდე-ს გრან-პრის II ეტაპზე 6.5 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილზე გავიდა.

დასკვნით ტურში ძაგნიძემ შავი ფიგურებით რუს ნატალია პოგონინასთან (2454) წააგო. პირველობა ჩინელ ვენჯუნ ჟუს (2558) ერგო, ვისაც 7.5 ქულა შეუგროვდა. ჩემპიონს 0.5 ქულით ჩამორჩნენ ირანელი სარასადატ ხადემალშარიეჰი (2403) და ჩინელი ქსუე ჟაო (2506).

თეირანული ტურნირი ბოლო ადგილზე დაასრულა ნინო ბაციაშვილმა (2485), რომელმაც მე-11 ტურში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ბაციაშვილმა შავი ფიგურებით შვედ პია კრამლინგს (2521) აჯობა.

პარასპორტის ფოტოები

არქივის კალენდარი

2020 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ