ყველა სპორტული სიახლე

ვინ არის ყველაზე პოპულარული სოციალურ ქსელებში (ვიდეო)

მადრიდის რეალის ვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ პირველი სპორტსმენი გახდა, რომელსაც სოციალურ ქსელებში 200 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. 109.7 მილიონი ფეისბუქზე, 40.7 მილიონი ტვიტერზე და 49.6 მილიონი ინსტაგრამზე.

ოქროს ბურთისთვის რონალდუსა და მესის ბრძოლა ძალიან დაძაბულია, სოციალურ ქსელებში მათი დაპირისპირება კი პორტუგალიელის დიდი უპირატესობით მიმდინარეობს.

არგენტინელს საერთო ჯამში 120.8 მილიონი გამომწერი ჰყავს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რონალდუსგან განსხვავებით მესის ტვიტერი არ აქვს. პორტუგალიელის ასეთი დიდი პოპულარობის მიზეზი ისიც არის, რომ ის გაცილებით უფრო აქტიურია სოციალურ სივრცეში და საკუთარ ემოციებს გულშემატკივრებთან ღიად გამოხატავს.

ვინ არის ყველაზე პოპულარული სპორტსმენი სოციალურ ქსელებში?ვრცლად იხილეთ ბმულზე: http://bit.ly/20VutMp

Posted by MySports.Ge on Wednesday, 24 February 2016
 

ფეხბურთი, ინტერვიუ, ევროპა, კარატე

არქივის კალენდარი

2020 ნოემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ