ყველა სპორტული სიახლე

''გურია'' პანამელებით და სერბით გაძლიერდა (ვიდეო)

MySports.Ge-ს ინფორმაციით ლანჩხუთის ''გურიას'' შემადგენლობაში პანამის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი კარლოს სმალი, პანამის 20-წლამდე ნაკრების წევრი ჯამალ როდრიგესი და 23 წლის სერბი მეკარე ალექსანდრ იოვანოვიჩი ითამაშებენ.

ჯამალ როდრიგესმა მოასწრო გურულთა შემადგენლობაში სადებიუტო შეხვედრის ჩატარება, ''შუქურასთან'' დაპირისპირებისას 79-ე წუთზე ჩაერთო თამაშში.

იოვანოვიჩი სერბეთის სუპერლიგის კლუბებში ირიცხებოდა, კერძოდ ''რადსა'' და ''რადნიჩკიში'' თამაშობდა, თუმცა განსაკუთრებული წარმატებისთვის არ მიუღწევია.

რაც შეეხება პანამელებს, ორივე მათგანმა პანამას 20-წლამდე ნაკრებთან ერთად 2015 წლის კონკაკაფის გათამაშების ფინალში ითამაშა, სადაც თერთმეტმეტრიანების სერიაში მექსიკასთან დამარცხდნენ.

კარლოს სმალი 1995 წლის 13 მარტს პანამაში დაიბადა, 2013 წლიდან მიმდინარე სეზონის ჩათვლით პანამის ელიტარულ საფეხბურთო ლიგაში მოასპარეზე ''სპორტინგ სან მიგელტოს'' ფეხბურთელი იყო.

გასულ კვირას, 18 თებერვალს კარლოს სმალიმ ეროვნულ ნაკრებში ელ სალვადორის წინააღმდეგ სადებიუტო მატჩი ჩაატარა.

რაც შეეხება ჯამალ როდრიგესს, მან მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე არგენტინის კარში ბრწყინვალე გოლი გაიტანა. ამავე მატჩში კარლოს სმალმა საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.

შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა, არგენტინელთაგან კი დუბლი ანხელ კორეამ შეასრულა.

იხილეთ ჯამალ როდრიგესის ბრწყინვალე გოლი.

იხილეთ კარლოს სმალის საგოლე პასი. 2-2 Fidel Escobar Goal - Argentina vs Panama... by zidanekrisz

ფეხბურთი, ვიდეო, კარატე

არქივის კალენდარი

2020 ნოემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ