ყველა სპორტული სიახლე

შეხვედრა სეოკ-ში

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისში გაიმართა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და სეოკ-ის ხელმძღვანელთა შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშებისთვის ჩვენი დელეგაციის მზადებას და საორგანიზაციო საკითხებს.

სამინისტროს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი ლოდია და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, სეოკ-ს წარმოადგენდნენ პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი და საერთაშორისო სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური. შეხვედრაზე დეტალური საუბარი გაიმართა ქართული ოლიმპიური დელეგაციის ფინანსური და ტექნიკური უზრუნველყოფის, აკრედიდაციის, გაცილების საზეიმო ცერემონიალის მოწყობის, მგზავრობის, ოლიმპიურ სოფელში და სოფელს გარეთ განთავსების, წარმატებულ ოლიმპიელთა მატერიალური წახალისების და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

სტუმარ-მასპინძლებმა ხაზი გაუსვეს ოლიმპიური თამაშების განსაკუთრებულ მნიშვნელობას, ოლიმპიადისთვის მზადების პროცესში ჩართული ორგანიზაციების კოორდინირებული მუშაობის, ჩვენი სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელებისთვის მაქსიმალურად საუკეთესო პირობების შექმნის აუცილებლობას.

ლერი ხაბელოვის თქმით, საოლიმპიადო სამზადისი წინასწრ გაწერილი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, სეოკ-სყოველდღიური კავშირი აქვს თამაშების საორგანიზაციო კომიტეტთან, შესაბამის სამსახურებთან, რათა ოპერატიულად მოგვარდეს ყველა საკითხი, რომელიც უკავშირდება ჩვენი დელეგაციის ფორმირებას, აკრედიდაციას, მგზავრობას, განთავსებას, უშუალოდ ოლიმპიადის დედაქალაქში დაგეგმილ საწვრთო-სააკლიმატიზაციო და საშეჯიბრო პროცესს, ოფიციალურ და საქმიან შეხვედრებს, სხვადასხვა ღონისძიებებს და ცერემონიებს.

როგორც ტარიელ ხეჩიკაშვილმა აღნიშნა, სამინისტრო მზად არის სეოკ-თან ერთად ოპერატიულად გადაწყვიტოს ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით წამოჭრილი პრობლემები, დააფინანსოს ის ღონისძიებები და აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენი სპორტსმენების წარმატებულ გამოსვლას რიო დე ჟანეიროში

www.geonoc.org.ge

ძალოსნობა

არქივის კალენდარი

2020 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ