ყველა სპორტული სიახლე

ვაჩიბერაძის დებიუტი „ბეტისი B”-ში შედგა

ბექა ვაჩიბერაძის დებიუტი „ბეტისი B”-ში ესპანეთის სეგუნდა B დივიზიონის მე-7 ტურში „რეალ ხაენთან“ სახლში 2:4 წაგებულ მატჩში შედგა.

ვაჩიბერაძე ესპანეთის საფეხბურთო პრიმერა დივიზიონში მოასპარეზე სევილიის „ბეტისს“ ზაფხულში შეუერთდა და ჯერჯერობით დუბლშემადგენლობაშია. მას დებიუტი ერთი კვირის წინ უნდა ჰქონოდა, მაგრამ საბუთებთან დაკავშირებული პრობლემის გამო ვერ ითამაშა.

„რეალ ხაენთან“ ქართველი ნახევარმცველი, რომელსაც უკრაინული პასპორტი აქვს სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს, როდესაც მასპინძლები 0:1 აგებდნენ.

მატჩის მერე, „ბეტისი B”-ს მთავარმა მწვრთნელმა ხუან მერინომ ვაჩიბერაძის თამაში ასე შეაფასა:

„ის თითქმის ერთი თვეა ჩვენთან ვარჯიშობს, მაგრამ ჯერ სათანადო ფიზიკურ ფორმაში არაა, რადგან საკმაოდ ხანგრძლივი შვებულების შემდეგ შემოგვიერთდა. სისწრაფეები ლიგაში სადაც იგი თამაშობდა ჩვენს ლიგასთან შედარებით განსხვავებულია და ამიტომ, არსებულ ვითარებას უნდა შეეგუოს. მისი დონის შემოწმება მინდოდა და სასტარტოში ამიტომ დავაყენე. მთელმა გუნდმა ცუდად ითამაშა, ხოლო მას ჯერ რითმი არ ჰყოფნის“.

ფეხბურთი, პარასპორტი, ვიდეო

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ