ყველა სპორტული სიახლე

“ბორჯღალოსნებმა“ ესპანეთი დამაჯერებლად დაამარცხეს (ვიდეო მიმოხილვა)

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა“მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე რაგბი ევროპის მე-3 ტურის მატჩი ესპანეთის ნაკრებთან გამართა და დამაჯერებლად 38:7 გაიმარჯვა. მატჩამდე ნაკრების თავკაცმა მილტონ ჰეიგმა თქვა, ეს შეხვედრა ყველაზე რთული იქნება მიმდინარე გათამაშებაში აქამდე ჩატარებულ შეხვედრებთან შედარებითო, როგორც ჩანს ჰეიგს ესპანელების მიერ რუმინეთთან და რუსეთთან გამართული მატჩები აფიქრებდა, “ლომებმა“ ორივე შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარეს, მაგრამ ჩვენთან ყველაფერი პირიქით გამოვიდა - “ბორჯღალოსნებმა“ თვალსასეირო შეხვედრაში გაიმარჯვეს, საწყის ორ ტურში დაშვებული შეცდომები და ტექნიკური წუნი მაქსიმალურად შეამცირეს და მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს.

პირველი ორი ლელო საჯარიმო იყო, მერე კი “ბორჯღალოსნებმა“ ერთმანეთზე ლამაზი ლელოები მიითვალეს. გამოსარჩევია უკანახაზის თამაში. მწვრთნელები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ხელით თამაშს, მრავალფაზიან შეტევებს, რაც შედეგზეც აისახა - 6 ლელოდან ორი საჯარიმო იყო, 4 კი უკანაზახელებმა მიითვალეს - სანდრო თოდუამ, მერაბ კვირიკაშვილმა, თამაზ მჭედლიძემ და დავით კაჭარავამ ეფექტური ლელოები დადეს.

საქართველოს ნაკრები ესპანელებს ტურნირის არსებობის 16-წლიან ისტორიაში მე-17 შეხვდა, მილტონ ჰეიგის გუნდმა მე-13 გამარჯვება მოიპოვა, “ლომებმა“ ჩვენები 3-ჯერ დაამარცხეს. ერთი მატჩი ფრედ დასრულდა.

12 მარტს “ბორჯღალოსნები“ სოჭში რუსეთის ნაკრებთან ითამაშებენ. ეს შეხვედრა ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს და გამონაკლისი არც ეს მატჩი იქნება. მილტონ ჰეიგის გუნდი სოჭში ფავორიტის სტატუსით, მოსაგებად ჩადის.

რუსი “დათვები“ ამ მატჩს გამორჩეული მონდომებით ხვდებიან და გამარჯვება ისე სურთ, როგორც არასდროს, მაგრამ “ბორჯღალოსნებს“ სხვა გეგმები აქვთ. მორიგ ქართულ-რუსულ დაპირისპირებამდე ორი კვირა დარჩა. ჰეიგის გუნდს რთული მატჩი ელის.

 

რაგბი ევროპის ჩემპიონატი. III ტური. თბილისი. „მიხეილ მესხი“.

საქართველო - ესპანეთი 38:7

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი („მონლიუსონი“, საფრანგეთი, 89 კეპი, 681 ქულა - 13 ლელო, 116 გარდასახვა, 125 ჯარიმა, 3 არეკნი), 14. გიორგი აფციაური („არმია“, თბილისი, 16, 0), 13. დავით კაჭარავა („ენისეი“, რუსეთი, 89, 17 ლელო), 12. თამაზ მჭედლიძე („აჟენი“, საფრანგეთი, 36, 4), 11. სანდრო თოდუა („ლელო-სარასენსი“, თბილისი, 52, 5), 10. ლაშა ხმალაძე („ლელო-სარასენსი“, თბილისი, 41, 38 ქ. – 6 ლ, 4 გ.), 9. ვასილ ლობჟანიძე („არმაზი“, თბილისი, 12); 1. მიხეილ ნარიაშვილი („მონპელიე“, საფრანგეთი, 34, 2), 2. შალვა მამუკაშვილი („გლაზგო“, შოტლანდია, 37, 3), 3. დუდუ ქუბრიაშვილი („მონპელიე“, საფრანგეთი, 41, 2), 4. გიორგი ჩხაიძე („ლილი“, საფრანგეთი, 88, 10), 5. გიორგი ნემსაძე („ტარბი“, საფრანგეთი, 56, 10), 6. შალვა სუთიაშვილი („მასი“, საფრანგეთი, 54, 2), 7. გიორგი თხილაიშვილი („ბათუმი“, ბათუმი, 26, 5), 8. ლაშა ლომიძე („ბეზიე“, საფრანგეთი, 17, 4).

სათადარიგოები: 16. ზურაბ ჟვანია („სტად ფრანსე“, საფრანგეთი, 21, 8), 17. კარლენ ასიეშვილი („ბრივი“, საფრანგეთი, 18, 1), 18. ანტონ ფეიქრიშვილი („ბეიონი“, საფრანგეთი, 18, 2), 19. ნოდარ ჭეიშვილი („ლელო-სარასენსი“, თბილისი, 0), 20. ბექა გორგაძე („მონ-დე-მარსანი“, საფრანგეთი, 4, 1); 21. გიორგი ბეგაძე („ყოჩები“, ბოლნისი, 42), 22. ლაშა მალაღურაძე („ყოჩები“, ბოლნისი, 64, 176 ქ. - 4 ლ., 36 გ., 25 ჯ., 3 ა.), 23. გიორგი ფრუიძე („აია“, ქუთაისი, 6, 0).

მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი

ესპანეთი: 15. სერხიო ობანელი, 14. ხულენ გოია, 13. ფედერიკო კასტილიონი, 12. გარეთ გრიფითსი, 11. გოტიე მენგიონი, 10. დენ სნი, 9. პაბლო ხილი; 1. ფერნანდო ლოპესი, 2. ჯო ჰაჩინსონი, 3. ხერომ სივილი, 4. მანუელ მორა, 5. დავიდ ბარერა, 6. ხოსე-ლუის დელ ვაჯე, 7. ადამ ნიუტონი, 8. ხაიმე ნავა (კაპ.).

სათადარიგოები: 16. ჯონ ინსაუსტი, 17. ხუან ანაია, 18. ხავიერ სანსი, 19. დანიელ შტორი, 20. ოიერ გოია; 21. პაბლო ფონტესი, 22. ანტუან სანჩესი, 23. რაფაელ სანტიაგო.

მთავარი მწვრთნელი: სანტიაგო სანტოსი

 

საქართველოს სახელმწიფოს ჰიმნი მორაგბეთა ნაკრების შესრულებით #რაგბიჩვენითამაშია

Posted by MySports.Ge on 2016 წლის 27 თებერვალი, შაბათი

საქართველოს ნაკრების პირველი ლელო ესპანეთთან შეხვედრაში და მერაბ კვირიკაშვილის გარდასახვა#რაგბიჩვენითამაშია #GEO_ESP 7:0

Posted by MySports.Ge on 2016 წლის 27 თებერვალი, შაბათი

ესპანეთის მორაგბეთა ნაკრების ლელო და გარდასახვა ბორჯღალოსნებთან შეხვედრაში #GEO_ESP 7:7 #RUGBY_EUROPE

Posted by MySports.Ge on 2016 წლის 27 თებერვალი, შაბათი

საქართველოს ნაკრების მეორე საჯარიმო ლელო და მერაბ კვირიკაშვილის გარდასახვა #GEO_ESP 14:7 #RUGBY_EUROPE

Posted by MySports.Ge on 2016 წლის 27 თებერვალი, შაბათი

სანდრო თოდუას ლელო და მერაბ კვირიკაშვილის გარდასახვა #GEO_ESP 21:7 #რაგბიჩვენითამაშია

Posted by MySports.Ge on 2016 წლის 27 თებერვალი, შაბათი

მერაბ კვირიკაშვილის ლელო ესპანეთთან შეხვედრაში. #საქართველო #ესპანეთი #რაგბიჩვენითამაშია

Posted by MySports.Ge on 2016 წლის 27 თებერვალი, შაბათი

თამაზ მჭედლიძის ლელო და მერაბ კვირიკაშვილის გარდასახვა #GEO_ESP 33:7 #რაგბიჩვენითამაშია

Posted by MySports.Ge on 2016 წლის 27 თებერვალი, შაბათი

დავით კაჭარავას ლელო #GEO_ESP 38:7 #რაგბიჩვენითამაშია

Posted by MySports.Ge on 2016 წლის 27 თებერვალი, შაბათი

 

kachi

Todua

 

თაზო მჭედლიძე-2

ნარო

სანდრო თოდუა-2

თაზო მჭედლიძე-1

 

 

რაგბი, ზამთრის სახეობები, ევროტურნირები, კარატე

არქივის კალენდარი

2021 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ