ყველა სპორტული სიახლე

"ჩელსის" მხარდაჭერა ჟოზე მოურინიოს

ლონდონის “ჩელსის’’ ოფიციალური ვებგვერდი კლუბის წარუმატებელი თამაშების შემდეგ მოკლე განცხადებას ავრცელებს:

“კლუბი მხარდაჭერას უცხადებს ჟოზე მოურინიოს. როგორც ჟოზემ აღნიშნა დაფიქსირებული შედეგები არ არის მისაღები. ასევე, გუნდის მიერ ნაჩვენები თამაში საჭიროებს გაუმჯობესებას. გვჯერა მთავარი მწვრთნელი ფეხბურთელთა ამ კონტინგენტით მოახერხებს კრიზისის დაძლევას“- აღნიშნულია „ჩელსის“ ოფიციალურ ვებგვერდზე.

შეგახსენებთ, მოურინიოს გუნდი პრემიერლიგის ცხრილში  8 ქულით მე-16 ადგილზეა.მათ პრემიერლიგის საწყისი 8 ტურიდან 2 მატჩი მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს, 4 თამაში კი წააგეს. რაც შეეხება ევროტურნირებს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ტურნირის პირველ ტურში შინ "მაკაბი" დაამარცხეს, შემდეგ კი სტუმრად "პორტუსთან" დამარცხდნენ. ასე რომ ლონდონური კლუბი კრიზისს განიცდის.

ფეხბურთი, ვიდეო, ინტერვიუ

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ