ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს 17 წლამდე ნაკრებმა ერთი წლით უფროს სომხებს დამაჯერებლად მოუგო (ვიდეო)

საქართველოს 17 წლამდე საფეხბურთო ნაკრებმა ელიტ-რაუნიდს ეტაპამდე პირველ ამხანაგურ მატჩში სომხეთის 18 წლამდე ნაკრები დაამარცხა.

ვასილ მაისურაძის გუნდმა მეზობელი ქვეყნის ნაკრები 4:1 დაამარცხა.

პირველი ტაიმი სტუმართა უპირატესობით დაიწყო და ანგარიშიც სომხებმა გახსნეს.

მე-8 წუთზე მეკარის შეცდომით ერიკ პეტროსიანმა კარგად ისარგებლა და გოლი საჯარიმოს გარდეან გაიტანა.

პეტროსიანის გოლამდე ერთი წუთით ადრე მომენტი ქართველ ფეხბურთელებს ჰქონდათ, მაგრამ სპანდერაშვილის დარტყმა მეკარემ მოიგერია.

მე-15 წუთზე მოვსესიანმა მარცხენა ფლანგიდან კარგად ითამაშა და სახიფათოდაც დაარტყა, გუგეშაშვილმა ამჯერად ზუსტად ითამაშა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.

კუთხურიდან სომხებმა კიდევ ერთი სახიფათო მომენტი შექმნეს, საჯარიმოდან ედგარ მოვსესიანმა დაარტყა, თუმცა არაზუსტად.

ანგარიშის გათანაბრება ქართველ ფეხბურთელებს მე-18 წუთზე შეეძლოთ. მეკარესთან პირისპირ სპანდერაშვილი გავიდა, თუმცა 17 წლმადე ნაკრების ფორვარდმა არაზუსტად დაარტყა.

23-ე წუთზე საქართველოს ნაკრებს გოლის გატანის კიდევ ერთი შანსი ჰქონდა.

სტანდარტული მდგომარეობა კუციამ შეასრულა, საჯარიმოში კი ივანიძემ კარგად ითამაშა და დარტყმაც მოახერხა. სტუმართა მეკარემ ბურთი მოიგერია და მომენტიც განიმუხტა.

27-ე წუთზე სომხეთმა კიდევ ერთი სახიფათო მომენტი შექმნა. ედგარ მოვსესიანმა მარჯვენა ფლანგიდან კარგად ითამაშა და კარშიც დაარტყა, საქართველოს ნაკრები ხარიხამ გადაარჩინა.

მეორე ტაიმის დებიუტში ვასილ მაისურაძემ სამი ფეხბურთელი შეცვალა. მოედანზე საქართველოს 17 წლამდე ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ზურა დავითაშვილი გამოჩნდა.

ქართველებმა ანგარიში 43-ე წუთზე გაათანაბრეს. გოლი ივანიაძის პასით ხარაბაძემ გაიტანა.

ერთ წუთში გატანა თავად ივანიძესაც შეეძლო, თუმცა 17 წლამდელთა 11-მა ნომერმა კარს ააცილა.

46-ე წუთზე ჩაკვეტაძემ მარცხენა ფლანგიდან იაქტიურა, საჯარიმოში კარგად შევიდა და ჩააწოდა კიდეც, თუმცა ბურთი სომეხთა მცველს ხელზე მოხვდა და მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა.

პენალტი გოლად თავად ჩაკვეტაძემ აქცია და მასპინძლები დააწინაურა.

52-ე წუთზე დავითაშვილის პასით ივანიძე მეკარესთან პირისპირ გავიდა მაგრამ ბურთი ხარიხას მოარტყა.

56-ე წუთზე ქართველებმა მესამე გოლი გაიტანეს, კუციას ჩაწოდების შემდეგ საჯარიმოდან ხარაბაძემ მეორე გოლი გაიტანა.

ხარაბაძე პოზიციით მარცხენა მცველია, მიუხედავად ამისა დუბლის შესრულება შეძლო და მოედანზეც ერთ-ერთი საუკეთსო იყო.

58-ე წუთზე ლუკა გუგეშაშვილმა კარგად ითამაშა. 17 წლამდელთა მეკარემ პეტროსიანის დარტყმული მოიგერია.

70-ე წუთზე სომხებს ანგარიშის შემცირება შეეძლოთ. სტუმართა რიგებში ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა ედგარ მოვსესიანმა შიხაშვილი სისწრაფეში დაჯაბნა და კარშიც დაარტყა. გუგეშაშვილმა ამჯერადაც კარგად ითამაშა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.

მატჩის საბოლოო ანგარიში ზურა დავითაშვილმა 75-ე წუთზე დააფიქსირა. მე-19 ნომერს საგოლე გადაცემა ოზბეთელაშვილმა მისცა.

საქართველოსა და სომხეთის მომდევნო მატჩი 3 მარტს კვლავ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

KJR_5997

საქართველო U17 4:1 სომხეთი U18

1 მარტი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი

საქართველო: გუგეშაშვილი, კიკალიშვილი (ვირუბოვი 60), ქაფიანიძე (ქასრელიშვილი 78), ასათიანი (შიხაშვილი 55), ხარაბაძე (ნიკოლეიშვილი 78), კუცია, ანდრონიკაშვილი (შეწირული 41), ნინუა (ოზბეთელაშვილი 41), სპანდერაშვილი (დავითაშვილი 41), ჩაკვეტაძე, ივანიძე (ქავთარაძე 60)

მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე

სომხეთი: შატუნი, მურადიანი (გევორგიანი 67), ხაჩატრიანი, სარგისიანი (ხარბუთიანი 41), მანუკიანი (გრიგორიანი 54), ნადირიანი (პეტროს პეტროსიანი 67), ედგარ მოვსესიანი (არუთინიანი 67), ავაგიანი (სპერტსიანი 52), არამ მოვსესიანი (მელკონიანი 41), პეტროსიანი, არუთინიანი

მთავარი მწვრთნელი: არამ ვოსკანიანი

გოლები: 0:1 პეტროსიანი (8), 1:1 ხარაბაძე (43), 2:1 ჩაკვეტაძე (47), 3:1 ხარაბაძე (56), 4:1 დავითაშვილი (75)

გაფრთხილება: კუცია (28)

გაძევება: არუთინიანი (61)

 

ფეხბურთი, ვიდეო, კარატე

არქივის კალენდარი

2021 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ