ყველა სპორტული სიახლე

პირველი ლიგა: "გაგრა" "კოლხეთთან" დამარცხდა

4 და 5 ოქტომბერს საქართველოს პირველ ლიგაში მეშვიდე ტურის მატჩები გაიმართა.

 

5 ოქტომბერი, მუხრანის ცენტრალური სტადიონი

"გაგრა" 2:1 "კოლხეთი" ხობი

გოლები: 1:0 მაგრაქველიძე (23), 1:1 ბაკურაძე (84), 1:2 ბაკურაძე (87)

"გაგრა": შერმადინი, ნოზაძე, ფირცხალაიშვილი, კვიჟინაძე, ბეროშვილი, ვეკუა, დავლაშელიძე, სარიშვილი (ქავთარაძე 86'), მაგრაქველიძე, ხეცურიანი (ბარამიძე 46'), პაპავა (მოსიაშვილი 63').

მთავარი მწვრთნელი: გაგა კირკიტაძე

"კოლხეთი": გელაშვილი, გოგენია გიორგი, ონიანი, გოგენია ლევანი, ფიფია, ჭედია, ვართაგავა (ბაკურაძე 72'), მეფიაშვილი, ჭანტურიძე, ბუკია, ლომაია.

მთავარი მწვრთნელი: გია გურული

სათამაშო დღის ერთ-ერთი გამორჩეული დაპირისპირება მუხრანში შედგა, სადაც "გაგრამ" ხობის "კოლხეთს" უმასპინძლა და მოულოდნელი მარცხი იწვნია.

თამაში პირველივე წუთებიდან მასპინძელთა კარნახით წარიმართა. მე-14 წუთზე "გაგრამ" ანგარიშის გახსნის რეალური შესაძლებლობა მიიღო, თუმცა მასპინძელთა კაპიტანმა გიორგი ვეკუამ 11-მეტრიანის გატანა ვერ შეძლო - ნახევარმცველს მეკარე გელაშვილმა აჯობა, რომელმაც დამატებულზეც იყოჩაღა და რთულ ეპიზოდში კარი მშრალად შეინახა.

23-ე წუთზე "გაგრამ" კიდევ ერთი რეალური საგოლე მომენტი შექმნა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილ მაგრაქველიძეს გატანა არ გასჭირვებია. პირველი ტაიმი მასპინძელთა მინიმალური გამარჯვებით დასრულდა.

შესვენების შემდეგ "გაგრა" ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა და საწყის წუთებში რამდენიმე სახიფათო ეპიზოდიც შექმნა, თუმცა ტაიმის ბოლოს ინიციატივას ხობელები დაეუფლნენ და შეხვედრის დასრულებამდე 6 წუთით ადრე შეცვლაზე შემოსული ბაკურაძის თავურით გათანაბრება შეძლეს. სულ რაღაც 3 წუთში კი ბაკურაძემ მეორეც გაიტანა და საკუთარ გუნდს 3 ქულა მოუტანა "გაგრას" კი ამ სეზონში უკვე მეორე საშინაო მარცხი აგემა.

 

5 ოქტომბერი, ჩხოროწყუ, ცენტრალური

სამეგრელო - ჭიათურა 0:0

უგოლოდ დასრულებული მეგრულ-იმერული დაპირისპირების შედეგად გუნდებმა ცხრილის შუა ნაწილში დარჩნენ. "სამეგრელოს" აქტივში უკვე 8, ხოლო "ჭიათურელთა" მონაგარი 7 ქულაა.

 

5 ოქტომბერი, ქედა, ცენტრალური

ბეთლემი - ლიახვი 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 ღიბრაძე (54), 1:1 დარჩიძე (90)

ტურის ცენტრალურ შეხვედრაში გამარჯვებული არ გამოვლინდა. პირველი ლიგის ერთ-ერთი ფავორიტი ქედაში მოსაგებად ჩავიდა, თუმცა მეორე ტაიმის დასაწყისში მოპოვებული უპირატესობის შენარუჩუნება ცხინვალელებმა ვერ შეძლეს და აჭარიდან ქულით დაბრუნდნენ. მიუხედავად ამისა, მალხაზ ჟვანიას შეგირდები ლიდერობას ინარჩნებენ და მეორეზე მყოფ ბორჯომს 3 ქულით უსწრებენ.

5 ოქტომბერი, ბორჯომი, ჯემალ ზეინკლიშვილი

ბორჯომი - მერცხალი 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 ბუზალაძე (14), 2:0 ქუცურუა (18), 3:0 როსტიაშვილი (59)

როგოც ჩანს, ბორჯომელები მიმდინარე სეზონშიც უმაღლესში დასაბრუნებლად იბრძოლებენ. მეშვიდე ტურში ბორჯომში ოზურგეთის "მერცხალი" დამარცხდა. ამ გამარჯვების შემდეგ "ბორჯომი" 14 ქულით მეორეა და ლიდერ "ლიახვს" 3 ქულით ჩამორჩება.

5 ოქტომბერი, ხარაგაული, ცენტრალური სტადიონი

ჩხერიმელა - მეშახტე 0:0

ხარაგაულში ადგილობრივი "ჩხერიმელა" ტრიბულის "მეშახტეს" უგოლოდ დაშორდა. აუტსაიდერთა ჯგუფში მყოფმა გუნდებმა ამ ფრით მდგომარეობა კიდევ უფრო გაირთულეს, თუმცა სეზონის სტარტზე მოპოვებული ნებისმიერი ქულა საბოლოოდ, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

5 ოქტომბერი, ხელვაჩაური, ცენტრალური სტადიონი

"მაჭახელა" - "ოდიში" 1:2 (0:0)

გოლები: 0:1 ლომია (62), 0:2 კუტალია (66), 1:2 ზოიძე (72)

ხელვაჩაურში ადგილობრივმა "მაჭახელა" ზუგდიდის "ოდიშთან" დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. მიმდინარე სეზონში ორივე გუნდი ჯერჯერობით ცხრილის ქვედა ნაწილშია. სწორედ ამიტომ, "ოდიშისთვის" ეს სამი ქულა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

5 ოქტობმერი, წყალტუბოს ცენტრალური სტადიონი

"სამგურალი" - "ალგეთი" 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 ბიბილაშვილი (90), 2:0 ღვიტიძე (90)

წარმატებულ სერიას აგრძელებს წყალტუბოს "სამგურალი". მშობლიურ ქალაქში დაბრუნების შემდეგ გუნდი საშინაო კედლებში ჯერჯერობით დაუმარცხებელია. უკანასკნელ ტურში წყალტუბოელებმა გათამაშების აუტსაიდერი, მარნეულის "ალგეთი" ბოლო წუთებზე გატანილი გოლებით დაამარცხეს და მესამე პოზიციაზე აღზევდნენ.

5 ოქტომბერი, წალენჯიხა, საშა კვარაცხელიას სახელობის სტადიონი

სქური - იმერეთი 3:3 (1:1)

გოლები: 1:0 ცხვიტარია (39), 1:1 ქათამაძე (42), 1:2 გედენიძე (50), 2:2 ძიძიგური (51), 2:3 ტეიდი (53), 3:3 შელია (66)

ტურის ყველაზე შედეგიანი მატჩი წალენჯიხაში შედგა, სადაც ადგილობრივმა "სქურმა" და "იმერეთმა" გოლების წვიმა მოაწყვეს. ამ შედეგით ორივე გუნდმა ლიდერთა ჯგუფში მოახერხა დარჩენა.

4 ოქტომბერი, რუსთავი, "ფოლადი"

"რუსთავი" - "ვიტ ჯორჯია" 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 შენგელიძე (79)

უმაღლესი ლიგიდან გავარდნილი გუნდების დაპირისპირება რუსთაველთა გამარჯვებით დასრულდა. მიშველიძის შეგირდებმა ამ გამარჯვებით 4-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულეს და სატურნირო ცხრილში "ვიტ ჯორჯიას" გაუთანაბრდნენ, რომელიც უკვე სამი ტურია ვერ იგებს.

ლიახვი 7 5 2 0 24 7 17 17
ბორჯომი 7 4 2 1 13 5 8 14
ბეთლემი 7 4 1 2 9 8 1 13
სამგურალი 7 4 1 2 14 8 6 13
იმერეთი 7 3 3 1 12 7 5 12
სქური 7 3 3 1 10 8 2 12
გაგრა 7 4 0 3 13 7 6 12
კოლხეთი ხ 7 3 2 2 6 5 1 11
რუსთავი 7 2 3 2 7 6 1 9
ვიტ-ჯორჯია 7 2 3 2 9 6 3 9
სამეგრელო 7 2 2 3 7 7 0 8
მერცხალი 7 2 2 3 8 14 -6 8
ჭიათურა 7 1 4 2 5 7 -2 7
ოდიში 7 2 1 4 9 17 -8 7
ჩხერიმელა 7 1 3 3 8 15 -7 6
მაჭახელა 7 1 2 4 6 12 -6 5
მეშახტე 7 0 4 3 2 12 -10 4
ალგეთი 7 1 0 6 1 12 -11 3

ფეხბურთი, რაგბი, ვიდეო, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ