ყველა სპორტული სიახლე

მანუ ტუილაგი ინგლისის ნაკრებს დაუბრუნდა (ვიდეო)

ინგლისის ნაკრების შუამარბი მანუ ტუილაგი, ტრავმით გამოწვეული 15-თვიანი შესვენების შემდეგ მოედანს დაუბრუნდა. “ვარდების“ თავკაცმა ედი ჯონსმა სამოელი წარმოშობის 24 წლის მორაგბეს ნაკრებში უხმო. ტუილაგი 12 მარტს უელსთან გასამართი პრინციპული მატჩისთვის გამოძახებულ 33-კაციან გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდა. ჯანიანმა შუამარბმა “ვარდების“ შემადგენლობაში ბოლოს 2014 წელს ითამაშა.

ტუილაგს ინგლისის ნაკრების მაისურით 2011 წლიდან 25 კეპი აქვს დაგროვილი და 11 ლელო გატანილი. ექვსი ერის ეგიდით “თვიქენჰემზე“ გასამართი მოახლოებული შეხვედრა ორივე ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესია და დიდი ალბათობით მომავალი ჩემპიონის ვინაობასაც გაარკვევს.

შესაბამისად, რთულად წარმოსადგენია ინგლისის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა გარისკოს და ამდენი ხნის უთამაშებელი მორაგბე ძირითად შემადგენლობაში დააყენოს, უკეთეს შემთვევაში ტუილაგი სათადარიგო შემადგენლობაში თუ მოხვდება. tuilagi-2

Manu Tuilagi

რაგბი, ზამთრის სახეობები, მსოფლიო, კარატე

არქივის კალენდარი

2021 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ