ყველა სპორტული სიახლე

“დალასის“ მარცხი “საკრამენტო კინგსთან“ (ვიდეო)

“დალას მავერიკსმა“ “საკრამენტო კინგსს“ უმასპინძლა, 101:104 დამარცხდა და 22-მატჩიანი საშინაო მოგებათა სერია შეწყვიტა. ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 24 წუთი გაატარა.

ქართველმა ცენტრმა 6-დან 3 ორქულიანი ჩააგდო და მატჩი 6 ქულით, 6 მოხსნით და 1 პასით დაასრულა. ფაჩულიას ოპონენტმა დემარკუს ქაზენსმა 36 წუთში 22 ქულა, 13 მოხსნა და 5 პასი მიითვალა.

“დალასელებს“ 28 ქულით ულიდერა ჩენდლერ პერსონსმა. ორმაგი დუბლი მიითვალა დევიდ ლიმ, რომელიც თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 18 წუთში 12 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა. 33 მოგებითა და 29 მარცხით “დალასი“ დასავლეთ კონფერენციაში 6-7 ადგილებს “პორტლენდთან“ იყოფს. მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს დენვერში, 7 მარტს ელის.

Sacramento+Kings+v+Dallas+Mavericks+GeVR-a8Mp1ax

კალათბურთი, პარასპორტი, ზამთრის სახეობები, საქართველო, კარატე

არქივის კალენდარი

2021 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ