ყველა სპორტული სიახლე

„ნონას“ წარმატებული სტარტი მაკედონიაში

მაკედონიაში მიმდინარე ევროპის საკლუბო ჩემპიონატში ვაჟთა და ქალთა  გუნდებს შორის, პირველ ტურში ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა „ნონამ“  დიდი ანგარიშით: 3,5 : 0,5 იტალიური კლუბი „ASD CIRCOLO SCACCHI R.FISCHER CHIETI“ დაამარცხა.

ჭადრაკის ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბათუმის „ნონა“ ტურნირში  შემდეგი შემადგენლობით გამოდის: ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ბაციაშვილი და მირანდა მიქაძე.

აღსანიშნავია, რომ  ბათუმური კლუბი  2510  ქულით ჩემპიონატის  სასტარტო  რეიტინგ-სიასაც ლიდერობს  (მონაწილეთა საშუალო რეიტინგი).

სხვადასხვა, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2019 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ