
ქართველი კარატისტების წარმატება ნიუ იორკში
აშშ-ს ქალაქ ნიუ იორკში ქალაქის ღია პირველობა გაიმართა კარატეში, რომელშიც მონაწილეობა 6 ქართველმა კარატისტმაც მიიღო და 7 მედალი მოიპოვა. ამერიკაში საუკეთესო იყო ჰენრი ვეკუა (-75 კგ), ვინც ოქროს და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. ვეკუას გარდა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს - დავით ტყებუჩავამ (-60კგ), ირაკლი ტყებუჩავამ (-67 კგ), გიორგი ელიზბარაშვილმა (-84 კგ), მამუკა მგელაძემ (-84 კგ) და კობა ბუიშვილმა (+84 კგ).
აღსანიშნავია, რომ ტურნირის გახსნის ორგანიზებაზე იზრუნეს ანტონ ჯღამაძემ და გიორგი მაჩაბელმა. გახსნის ცერემონიალმა და “ერისიონის“ შესრულებულმა ცეკვამ დიდი მოწონება დაიმსახურა. საქართველოს დელეგაციას ამერიკაში კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი კახა ბასილია ხელმძღვანელობს.