ყველა სპორტული სიახლე

„საბურთალოსა“ და „მიდტიულანდის“ განრიგი ცნობილია

უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე (ჩემპიონთა ლიგა) „საბურთალოსა“ და დანიის „მიდტიულანდის“ მატჩამდე, ორივე გუნდის განრიგი ცნობილია.

„საბურთალოს“ პრესსამსახურის ინფორმაციით, 20 ოქტომბერს დანიელთა მთავარი მწვრთნელი კენეტ ანდერსენი  მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენცო დარბაზში ჟურნალისტების კითხვებს 16:30 საათიდნა უპასუხებს. 17:00 საათზე „მიდტიულანდი“ ხსენებული არენის სათადარიგო მოედანზე ივარჯიშებს.

„საბურთალოს“ თავკაცი გიორგი ჭიაბრიშვილი პრესკონფერენციას 18:30 საათზე ჩაატარებს. თბილისელები „მიხეილ მესხის“ მთავარ არენაზე 19:00 საათიდან ივარჯიშებენ.

ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციები პრესკონფერენციებისა და ვარჯიშების დაწყებამდე გაიცემა. 21 ოქტომბერს შეხვედრა „მიხეილ მესხზე“ 19:00 საათზე დაიწყება და დასწრება უფასოა.

„საბურთალომ“ დანიაში პირველი თამაში 1:3 წააგო.

ფეხბურთი, კალათბურთი, ვიდეო, საქართველო, საქართველო

არქივის კალენდარი

2020 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ