ყველა სპორტული სიახლე

ავთანდილ ხურციძემ ანტუან დუგლასი დაამარცხა და WBO-ს ქამარი მოიგო (ვიდეო)

ქართველმა მოკრივემ ავთანდილ ხურციძემ მსოფლიო კრივის ორგანიზაციის (WBO) ეგიდით ჩატარებული ორთაბრძოლა ამერიკელ ანტუან დუგლასს დამაჯერებლად მოუგო და საშუალო წონაში ინტერნაციონალური ჩემპიონის წოდება მოიპოვა. ხურციძე-დუგლასის შეხვედრას აშშ-მ, პენსილვანიის შტატის ქალაქმა ბეთლეჰემმა უმასპინძლა.

23 წლის დუგლასს ქართველ მოკრივესთან შეხვედრამდე 19 გამარჯვება და 1 ფრე ჰქონდა, აქედან 13 გამარჯვება ნოკაუტით. დუგლასი  WBO-ს ინტერნაციონალური ქამრის მოქმედი მფლობელი იყო და ფავორიტად ითვლებოდა. 10-რაუნდიანი შერკინება ბოლო რაუნდში ქართველის უძლიერესი შეტევის შემდეგ შეწყდა.

35 წლის ხურციძემ მეტოქე ნოკდაუნში მე-3 რაუნდში გაგზავნა და მოგვიანებით მე-7 რაუნდში იგივე გაიმეორა. ბოლო რაუნდში ამერიკელმა ქართველის შეტევებს ვეღარ გაუძლო. რეფერმა ბენჯი ესტევესმა შეხვედრა საფინალო გონგამდე 2:30 წამით ადრე დაასრულა. ხურციძისთვის პროფესიულ კარიერაში ეს 32-ე გამარჯვება (20 ნოკაუტი, 2 მარცხი) იყო და WBO-ს ინტერნაციონალური ქამრის მფლობელიც გახდა.

 

კრივი, კარატე

არქივის კალენდარი

2021 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ