ყველა სპორტული სიახლე

რუმენიგე: "მიულერის გაყიდვას გამოვრიცხავთ"

როგორც Bild-თან საუბარში „ბაიერნის“ აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა “მანჩესტერ იუნაიტედის“ სურვილია ტომას მიულერით გაძლიერება, თუმცა გერმანული კლუბის ხელმძღვანელები მოლაპარაკების დაწყებას კატეგორიულად გამორიცხავენ.

„ვუთხარი ვუდვარდს, არ შემიძლია გამოვრთო ჩემი ელექტრონული ფოსტის ანგარიში, ამგვარად მან უნდა შეწყვიტოს გზავნილები მიულერის ტრანსფერთან დაკავშირებით. იმედი მაქვს ვუდვარდისგან ამ ტიპის შემოთავაზებას აღარ მივიღებ“ - აღნიშნა რუმენიგემ.

რუმენიგემ „მანჩესტერ იუნაიტედის“ დირექტორი ედ ვუდვარდი იგულისხმა.

26 წლის თომას მიულერსა და ლუის ვან გააალს მიუნხენურ კლუბში ერთად მუშაობის გამოცდილება აქვთ. გასულ ზაფხულში ჰოლანდიელმა სპეციალისტმა "ბაიერნიდან"  ბასტიან შვაინშტაიგერი შეიძინა, თუმცა მიულერის ტრანსფერი ვერ განახორციელა.

ფეხბურთი, სხვადასხვა, ინტერვიუ

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ