ყველა სპორტული სიახლე

მოტოგრანპრის ავსტრალიური ეტაპი მარკ მარკესმა მოიგო

მოტოგრანპრიში, ავსტრალიის ''ფილიპ აილენდის'' ტრასაზე გამარჯვება მოიპოვა ესპანელმა მარკ მარკესმა. 22 წლის პილოტს, რომელიც ''ჰონდას'' წარმოადგენს, მსოფლიო ჩემპიონატის მე-16 ეტაპზე გამარჯვებისთვის 40 წუთი და 33, 848 წამი დასჭირდა.

მეორე ადგილზე ასევე ესპანელი, ''იამაჰას'' წევრი ხორხე ლორენსო გავიდა, რომელიც  თანამემამულეს 0, 249 წამით ჩამორჩა.

მესამე-მეოთხე ადგილები იტალიელებმა დაიკავეს. მესამეზე ანდრეა იანონე გავიდა, მეოთხეზე კი ვალენტინო როსი.

რაც შეეხება გენერალურ კლასიფიკაციას, პირველზე ვალენტინო როსია, მეორეზე კი ხორხე ლორენსო. მათ შორის სხვაობა 11 ქულას შეადგენს.

მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ეტაპია დარჩენილი. შემდეგ ეტაპს 25 ოქტომრიდან მალაიზია უმასპინძლებს, დასკვნითი ეტაპი კი ესპანეთშია დაგეგმილი.

სხვადასხვა, ავტოსპორტი, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ