ყველა სპორტული სიახლე

VIDEO EXCLUSIVE - გიორგი ჩხაიძე: “რუსეთთან ყველა თამაში განსაკუთრებულია“

4 მსოფლიოს თასის მონაწილე, ერთა თასის შვიდგზის გამარჯვებული, 89 კეპი “ბორჯღალოსნების“ მაისურით, უამრავი გამორჩეული და დასამახსოვრებელი შეხვედრა, ათამდე გუნდი საკლუბო კარიერაში და მთავარი - გულშემატკივრის პატივისცემა და სიყვარული, რომელიც - 34 წლის გიორგი ჩხაიძემ თითქმის 15 წლიანი სანაკრებო კარიერის განმავლობაში მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების მეორე ხაზელმა, რომელიც მეორე და მესამე ხაზში ნებისმიერ პოზიციაზე წარმატებით თამაშობს mysports.ge-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, ოთხივე მსოფლიოს თასის შთაბეჭდილებები გაგვიზიარა, რუსეთთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა და სანაკრებო თუ საკლუბო კარიერიდან საინტერესო ამბები მოგვიყვა.

“იაპონიაში 2019 წლის მსოფლიოს თასზე თამაში ძალიან მინდა, მაგრამ არ ვიცი რამდენად შევძლებ, იმ დროს 38 წლის ვიქნები“ - ეს გიორგი ჩხაიძის სიტყვებია, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში შევა ქართული რაგბის ისტორიაში - “ბინგო“ მერაბ კვირიკაშვილთან ერთად ის მორაგბეა, ვინც 4 მსოფლიოს თასზე ითამაშა, ასეთი შთამბეჭდავი კარიერით კი ბევრი მორაგბე ვერ დაიკვეხნის.

“ავსტრალიაში ჩატარებული მსოფლიოს თასი სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხსიერებაში, ის ემოციები, მოედანზე თუ მოედანს მიღმა მიღებული შთაბეჭდილებები არასდროს დამავიწყდება“ - გვიყვება ჩხაიძე, ვინც “ბორჯღალოსნების“ მსგავსად სადებიუტო მატჩი მსოფლიოს თასზე მომავალ ჩემპიონთან ინგლისის ნაკრებთან გამართა. ჯერჯერობით ბოლო, მსოფლიოს თასის შეხვედრა კი 2015 წელს კარდიფში, გულშემატკივრებით გადაჭედილ “მილენიუმზე“, ასევე მომავალ ჩემპიონ ახალი ზელანდიის ნაკრებთან.

“რუსეთთან დაპირისპირებისთვის ყოველთვის განსაკუთრებით ვემზადებით, ყველაზე მძიმე მატჩი კი ტრაბზონში გვქონდა, იმ ცნობილი ამბების შემდეგ“ - იხსენებს ჩხაიძე 2010 წელს თურქეთში გამართულ შეხვედრას, სადაც ერთ-ერთი საუკეთესო იყო და მნიშვნელოვანი ლელოც გაიტანა. რუსეთთან შეხვედრა ქართველი გულშემატკივრებისთვის კვლავ აქტუალურია, 12 მარტს მილტონ ჰეიგის გუნდი სოჭში ითამაშებს და რუს “დათვებს“ მე-20 შეერკინება. მილტონ ჰეიგმა რუსეთთან შეხვედრისთვის შემადგენლობა დაასახელა - გიორგი ჩხაიძე ძირითად შემადგენლობაშია და რუსებს პირველივე წუთიდან შეუტევს.

 

 

ბინგო-ტრაბზონი (2010 წლის 20 მარტი, ტრაბზონი, “აკჩააბატ ფატიჰის“ სტადიონი, გიორგი ჩხაიძის ლელო)

ბინგო-5

ბინგო-777

DSC_2060

bingo-1

bingo-222

bingo-3

DSC_5971

DSC_6901

DSC_0372

bingo-1

 

რაგბი, ზამთრის სახეობები, ევროტურნირები, საქართველო, ფიგურული ციგურაობა, კარატე

არქივის კალენდარი

2020 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ