ყველა სპორტული სიახლე

თასის მფლობელმა და ჩემპიონმა გაიმარჯვეს

გლდანის ხელბურთის აკადემიაში მიმდინარე საქართველოს თასის გათამაშებაში ხელბურთში ჯგუფური ტურნირის პირველ დღეს ყველა ფავორიტმა გაიმარჯვა.

საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, თასის მფლობელმა, სამტრედიამ 37-27 მოუგო შარშანდელ ფინალისტს, პეგასს. საქართველოს ჩემპიონთა, ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, 31-23 დაამარცხა გორი, ხოლო ბათუმმა 54-26 მოუგო წყალტუბოს ახალგაზრდულ გუნდს. დღის ყველაზე დაძაბულ თამაშში იმედმა 26-25 აჯობა ქარიშხალას, მიუხედავად იმისა, რომ 8 შვიდმეტრიანი ვერ გამოიყენა.

შეჯიბრებაში ორ ჯგუფად დაყოფილი 10 გუნდი მონაწილეობს. ჯგუფური ტურნირი პარასკევს დასრულდება და გამოვლინდებიან ოთხთა ფინალის მონაწილეები. 24 ოქტომბერს ნახევარფინალია, ხოლო ფინალური მატჩი გაიმართება ახალ სახელბურთო არენაზე, კვირას, 25 ოქტომბერს.

საქართველოს თასი 2015. 19-25 ოქტომბერი

ჯგუფური ტურნირი - გლდანი, ცერცვაძის აკადემია

19 ოქტომბერი

A ჯგუფი: სტუ, ქუთაისი, ქარიშხალა, გორი, იმედი სტუ - გორი 31-23

სტუ: ტორონჯაძე, მღებრიშვილი - ორჯონიკიძე 10, არსენაშვილი 5, სტურუა 4. ჯორბენაძე 4,  ი. სამიტაშვილი 3, ოსიყმაშვილი 3, მ. კობახიძე 2, ჩაკვეტაძე, ბაზანოვი, ზაალიშვილი

გორ: ვათიაშვილი - გაგლოშვილი 6, ტარუაშვილი 5, ტიელიძე 3, დალაქიშვილი 2, ახალბედაშვილი 2, ნიაზაშვილი 2, ყანჩაველი 2, ზუბიაშვილი 1, იაშვილი

ქარიშხალა - იმედი 25-26

ქარ: ხანდოლიშვილი, დავითაშვილი - გ. ფერაძე 6, მამულაშვილი 4, ზ. ფერაძე 4, ბულბულაშვილი 3, შევჩენკო 2, ასაბაშვილი 2, კორაშვილი 2, ჭინჭარაძე 2,  ისმაილოვი

იმ: ლორია, ხარაიშვილი - ზ. იობაშვილი 6, ბეჟანიშვილი 6, გ. იობაშვილი 5, ბაინაზიშვილი 4, გოგუა  1, ჩიკვილაძე 1, აბაშიძე 1, მიქავა 1, დოლმაზაშვილი 1,  ი. ნარსია, ყორიაული, გიგაური, მელაშვილი

B ჯგუფი: ბათუმი, სამტრედია, წყალტუბო, ფოთი, პეგასი

სამტრედია - პეგასი 37-27

სამ: ა. სამიტაშვილი - თევზაძე 9, წითელიშვილი 9, გოგოლაძე 7, სიმონია 5, ხაჟომია 3, ზურაბიანი 2, გ. გიორგაძე 1, ანტონოვიჩი 1, ღაღანიძე

პეგ: ცინცაძე - კოხრეიძე 8, ცხოვრებაძე 5, ზარნაძე 4, დიხამინჯია 3, გოგავა 2, ლაპიაშვილი 1, თ. ლეჟავა 1, აბჟანდაძე 1, ქათამაძე 1, ცხვარაშვილი 1, ბაძაღუა, პეტრიაშვილი, კაჭკაჭაშვილი, მამაგეიშვილი

წყალტუბო - ბათუმი 26-54

წყ: კუპატაძე, აფხაძე - ხელაძე 9, ბ. გიორგაძე 7, ნემსიწვერიძე 4, მამისეიშვილი 3, გველესიანი 2, დარსაველიძე 1, ჩანქსელიანი, ლ. ჭოლოკავა, მეტონიძე, ეგუტია, კუჭავა, გ. ჭოლოკავა

ბათ: ანდრიაძე, დავითაძე - სურმავა 10, აბრამიშვილი 8, ჭანტურია 6, ვინოგრადსკი 5, გოგალაძე 5, ქარდავა 4, წივწივაძე 4, გ. კობახიძე 4, ქავთარაძე 4,  უ. მაისურაძე 2, ბერძენიშვილი 2, ვარშანიძე, დიასამიძე

მსაჯები: ე. არაბული, ი. ჭკუასელი, ა. კომახიძე

20 ოქტომბერი

11:00 გორი - ქუთაისი, 12:45 ბათუმი - ფოთი

14:30 იმედი - სტუ, 16:15 წყალტუბო - პეგასი

 

სხვადასხვა, ხელბურთი‎, ძალოსნობა

არქივის კალენდარი

2022 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ