ყველა სპორტული სიახლე

“ბორჯღალოსნების“ გამარჯვება სოჭში რუსეთის ნაკრებთან (ვიდეო)

12 მარტს, სოჭში, სლავა მეტრეველის სახელობის სტადიონზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთის ნაკრები 24:7 დაამარცხა და რაგბი ევროპის გათამაშებაში პოზიციები კიდევ უფრო განიმტკიცა.

მილტონ ჰეიგის გუნდმა სოჭში გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა და პრემიალური ქულა ვერ აიღო - ჩვენს გუნდს სხვადასხვა მიზეზით რამდენიმე მორაგბე ისედაც აკლდა, რასაც მწვრთნელთა შტაბის მიერ გარკვეული ექსპერიმენტებიც მოჰყვა, რაც ძირითადად შერკინებაზე ითქმის, მაგრამ ამ კომპონენტში „ბორჯღალსონებმა“ მეტოქე ამჯერადაც ულაპარაკოდ დაჩაგრეს და თითქოს პრემიალური ქულისკენაც მიდოდნენ, მაგრამ მეტოქემ ბოლო წუთებში გაიბრძოლა და ჯაბა ბრეგვაძის სინბინის შემდეგ ლელოც დადო.

12842585_10207899413618602_214714006_o

ეს ბოლოს, მანამდე კი პირველი ტაიმი ჰეიგის გუნდმა 10:0 მოიგო, კვირიკაშვილმა გაცუდებული ჯარიმის შემდეგ მიზანი გაისწორა და თავისი გუნდი 3:0 დააწინაურა, რასაც მალევე ლაშა ხმალაძის ეფექტური პასი მოჰყვა - ნაკრების მგეზავმა ოცდაორში ზედ კარის წინ ბურთი გადაკიდა და თამაზ მჭედლიძეს ულამაზესი ლელო დაადებინა. პირველ ტაიმში იყო გაწევ-გამოწევა და ნემსაძის და კუშნარიოვის სინბინი - მორაგბეებს ნერვებმა უმტყუნათ.

736849_10207898546916935_4817059319076392757_o

მეორე ნახევარში ხელდახელ მიძალების შემდეგ რუსებმა ანტონ ფეიქრიშვილი ვეღარ შეაჩერეს, მოგვიანებით კი იური კუშნარიოვს ფეხები ერთმანეთში აებლანდა, წაქცეულმა ბურთი გიორგი ნემსაძეს ჩააბარა და მანაც ლელომდე უპრობლემოდ ირბინა. სამივე გარდასახვის დროს კვირიკაშვილი ზუსტი იყო.

12783659_10207898549396997_8235478608433187309_o

მთლიანობაში საქართველოს ნაკრებმა ბევრი შეცდომა დაუშვა - ტექნიკური წუნი, ეპიზოდებში ყურადღების მოდუნება და კონცენტრაციის დაკარგვა. მწვრთნელთა შტაბს ბევრი სამუშაო აქვს, რადგან ამდენ შეცდომას დიდი გუნდები არ გვაპატიებენ.

მეორეს მხრივ შეიძლება გამართლების მოძებნაც - პირველივე წუთებიდან გამოჩნდა რომ ჩვენს მეტოქეს არანაირი შანსი არ ქონდა, "ბორჯღალსონები" რუსებს აქამდეც უგებდნენ, მაგრამ იმ შეხვედრებიდან დღევანდელ დაპირისპირებას აღარაფერი შემორჩა - არც ნერვიულობა, არც ინტრიგა და არც ხიბლი.

12380644_10207899387097939_299939723_o

ჰოდა, როგორ გინდა ნაკრების მოთამაშეს შეცდომების გარეშე თამაში მოსთხოვო, როცა გრძნობს რომ მეტოქეზე ათი თავით ზემოთ დგას. ტექნიკური წუნის მიუხედავად, ერთხელაც გამოჩნდა რომ საქართველოს ნაკრები ამ ტურნირისთვის გადაზრდილია.

12822944_10207899263334845_980561783_o

მომდევნო შეხვედრა “ბორჯღალოსნებს“ 19 მარტს თბილისში ელით. ჩვენი გუნდი “დინამო არენაზე“ უმთავრეს კონკურენტს რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

12380749_10207899260334770_1947532090_o

12 მარტი. სოჭი. სლავა მეტრეველის სახელობის სტადიონი. რაგბი ევროპის გათამაშება.

საქართველო 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. გიორგი აფციაური, 13. დავით კაჭარავა, 12. თამაზ მჭედლიძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე. 1. კარლენ ასეიშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ანტონ ფეიქრიშვილი, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. საბა შუბითიძე, 8. ლაშა ლომიძე. 16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. ზურაბ ჟვანია, 18. გიორგი მელიქიძე, 19. კონსტანტინე მიქაუტაძე, 20. ბექა გორგაძე, 21. ვასილ ლობჟანიძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. მურაზ გიორგაძე.

მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი ლელო: მჭედლიძე, ფეიქრიშვილი, ნემსაძე 1 ჯარიმა: კვირიკაშვილი 3 გარდასახვა: კვირიკაშვილი სინბინი: ნემსაძე, ბრეგვაძე

რუსეთი პირველი ხაზი: ალექსეი ვოლკოვი, სერგეი სეკისოვი, ინოკენტი ზიკოვი, ევგენი პრონენკო, ვლადიმირ პოდრეზოვი, ნაზირ გასანოვი. მეორე ხაზი: ევგენი ელგინი, ანდრეი გარბუზოვი, ანდრეი ტემნოვი, ანდრეი ოსტრიკოვი, დენის ანტონოვი მესამე ხაზი: ანტონ რუდოი, ვიქტორ გრესევი, დიმიტრი კროტოვი, ტაჰირ გაჯიევი, მიხაილ სიდოროვი #9: ალექსეი შერბანი, რუშან იაგუდინი, სერგეი იანუშკინი, კონსტანტინ უზუნოვი #10: რამილ გაისინი, იური კუშნარიოვი #12-13: ვლადიმირ რუდენკო, იგორ გალინოვსკი, მიხაილ ბაბაევი #11-14: დენის სიმპლიკევიჩი, იგორ კურაშოვი #15: ვასილი არტემევი

მწვრთნელი: ალექსანდრ პერვუხინი ლელო: სიმპლიკევიჩი გარდასახვა: კუშნარიოვი სინბინი: კუშნარიოვი

“ბორჯღალოსნების“ გამარჯვება სოჭში რუსეთის ნაკრებთან12 მარტს, სოჭში, სლავა მეტრეველის სახელობის სტადიონზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთის ნაკრები 24:7 დაამარცხა და რაგბი ევროპის გათამაშებაში პოზიციები კიდევ უფრო განიმტკიცა.
 
ლაშა ლომიძის კომენტარი რუსეთთან მატჩის შემდეგ. რუსეთი-საქართველო 7:24

Posted by MySports.Ge on Saturday, 12 March 2016

12829530_10207898548636978_293150103335852699_o12829343_10207898541436798_53808788023708740_o 12837340_10207899249654503_2141066435_o 12822961_10207899251094539_676761977_o 12837282_10207899205093389_814804116_o 12810168_10207899194613127_1070924972_o 12794900_10207898537756706_6203364077645700424_o 12596549_10207899393578101_1726098305_o 12380644_10207899387097939_299939723_o 12369509_10207899386217917_1383969294_o

 

რაგბი, ზამთრის სახეობები, ევროტურნირები, ფიგურული ციგურაობა

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ