ყველა სპორტული სიახლე

ცენტრალური და ბოლო შანსის მატჩი ლონდონში

ჩემპიონთა ლიგაში მესამე ტური სტარტს რამდენიმე საათში აიღებს. შეიძლება ითქვას, რომ ჯგუფურ ეტაპზე მოასპარეზე უქულოდ დარჩენილი 5 გუნდისთვის ტური უკანასკნელი შანსია. პირველ სათამაშო დღეს ტრადიციულად რვა შეხვედრა შედგება. განსაკუთრებულ ინტერესს კი ლონდონში გასამართი "ბაიერნისა" და "არსენალის" დაპირისპირება იწვევ, რომელშიც არსენ ვენგერის ჯერჯერობით უქულო გუნდი პლეი ოფში მოსახვედრად იბრძოლებს.

 

"ბატე" -  "ბარსელონა" 

ბორისოვო, "ბორისოვ არენა", 22:45

სავარაუდო შემადგენლობები:

"ბატე": ჩერნიკი, ოლეხნოვიჩი, პოლიაკოვი, მილუნოვიჩი, მლადენოვიჩი, ალექსიევიჩი, ნიკოლიჩი, ვოლოდკო, სტასევიჩი, გორდეიჩუკი, სიგნევიჩი.

ვერ ითამაშებენ: როდიონოვი, ჟავნერჩიკი, გლები, დუბრა

"ბარსელონა": ბრავო, ალვეში, მასკერანო, პიკე, ხორდი ალბა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, სერხი რობერტო, ნეიმარი, ლუის სუარესი, სანდრო.

ვერ ითამაშებენ: ინიეტა, მესი, რაფინია.

"ბარსელონა" "ბატეს" უკვე მეორედ სტუმრობს. პირველად ხსენებული გუნდები ერთმანეთს 2011 წელს შეხვდნენ და ბელორუსში კატალონიელთა ვიზიტი მათი გამანადგურებელი გამარჯვებით, 5:0 დასრულდა, ხოლო საშინაო შეხვედრაში "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანა.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში "ბატემ" "რომა" დაამარცხა და ორი ტურის შემდეგ სამი ქულით ჯგუფში მესამეა. ლუის ენრიკეს შეგირდებმა კი მეორე ტურში "ნოუ კამპზე" "ლევერკუზენს" სძლიეს და 4 ქულით ჯგუფს ლიდერობენ. აღსანიშნავია, რომ "ბარსელონა" უკანასკნელ 7 გასვლით შეხვედრაში მოედანს უგოლოდ არ ტოვებს.

ალექსანდრ ერმაკოვიჩი ("ბატეს" მთავარი მწვრთნელი): "ბარსელონას" ოთხი წლის წინ ვეთამაშეთ და მაშინ დაშვებული შეცდომების გამოსწორების იმედი გვაქვს. მეტოქეს წამყვანი მოთამაშეები არ ეყოლება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში რთული თამაში გველის."

ლუის ენრიკე ("ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი): "ტურნირის დონიდან გამომდინარე აქ ფავორიტები არ არინ. "ბარსელონა" ბევრ გოლს უშვებს, რაც მხოლოდ დაცვის ბრალი არაა. ბოლო პერიოდში განცდილი მარცხები შემთხვევითობა იყო. "ბატემ" "რომასთან"  შეხვედრაში დაამტკიცა, რომ კარგი ფეხბურთის ჩვენება შეუძლია.

 

"ლევერკუზენი" - "რომა"

ლევერკუზენი, "ბაი არენა", 22:45

სავარაუდო შემადგენლობები:

"ლევერკუზენი": ლენო, დონატი, ტაჰი, პაპადოპულოსი, ვენდელი, კრამერი, ტოპრაკი, ბელარაბი, ჩალჰანოღლუ, მეჰმედი, ერნანდესი. 

ვერ ითამაშებენ: ჰილბერტი, არანხუისი, რიუ, ბენდერი (?), კისლინგი (?)

"რომა": შჩესნი, ტოროსიდისი, მანოლასი, კასტანი, დინე, დე როსი, პიანიჩი, ნაინგოლანი, ფლორენცი, ჯეკო, სალა. 

ვერ ითამაშებენ: კეიტა, ტოტი.

"ლევერკუზენს" რომაულ კლუბთან წარმატებული თამაშის გამოცდილება მიმდინარე სეზონში უკვე აქვს. ჯგუფური ეტაპის საგზურისთვის ბრძოლაში გერმანულმა კლუბმა "ლაციოს"დამაჯერებლად სძლია. უშუალოდ"რომას" კი ლევერკუზნელები 2004/05 წლების სეზონში შეხვდნენ. გერმანიაში მასპინძელთა გამარჯვების შემდეგ გუნდების რომაული დაპირისპირება ფრედ დასრულდა.

სასტარტო ორ ტურში "რომამ" მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა და დღევანდელ შეხვედრის მოგება რუდი გარსიას გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. "ლევერკუზენს" კი "ბატესთან" მოპოვებული სამი ქულა აქვს აქტივში და საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ მეორე მატჩის მოგებას აპირებს.

როჯერ შმიდტი ("ლევერკუზენის" მთავარი მწვრთნელი): "გამარჯვების შემთხევაში მომდევნო ეტაპზე გასვლის კარგი შანსი გვექნება. მთავარია, რომ ჩვენი თამაში ვითამაშოთ. "რომას" ბევრი სწრაფი ფეხბურთელი ჰყავს და დაწინაურების შემთხვევაში ისინი კონტრშეტევაზე თამაშისას თავს კომფორტულად იგრძნობენ."

რუდი გარსია ("რომას" მთავარი მწვრთნელი): "საქმე ძალიან ძლიერ მეტოქესთან გვაქვს. თუ შემდეგ ორ ტურში დადებითი შედეგი არ მოვიპოვეთ, მომდევნო ეტაპზე გასვლა გაგვიჭირდება. "ბატესთან" მარცხის შემდეგ უკან დასახევი გზა აღარ არის."

 

1. ბარსელონა 2 1 1 0 3:2 4
2. ლევერკუზენი 2 1 0 1 5:3 3
3. ბატე 2 1 0 1 4:6 3
4. რომა 2 0 1 1 3:4 1
 

"არსენალი" - "ბაიერნი"

ლონდონი, "ემირეითს სთეიდიუმი", 22:45

სავარაუდო შემადგენლობები:

"არსენალი": ჩეხი, მონრეალი, მერტეზაკერი, კოშიელნი, ბელიერინი, კოკლენი, კასორლა, რემსი, იოზილი, სანჩესი, უოლკოტი. 

ვერ ითამაშებენ: ოსპინა.

"ბაიერნი": ნოიერი, რაფინია, ბოატენგი, მარტინესი, ალაბა, ალონსო, ალკანტარა, ლამი, მიულერი, კოსტა, ლევანდოვსკი.

ვერ ითამაშებენ: ბენატია, ბადშტუბერი, გიოტცე, რიბერი, რობენი.

დღის ცენტრალურ დაპირისპირებას ლონდონი უმასპინძლებს, სადაც ერთმანეთის წინააღმდეგ "არსენალი" და "ბაიერნი" წარსდგებიან. ორი ტურის შემდეგ ლონდონელები უქულოდ არიან და მარცხის შემთხვევაში პლეი ოფში გასვლის შანსებს მნიშვნელოვნად შეიმცირებენ. მიუნხენელები კი ორი გამარჯვებით და საოცარი შედეგიანბით ჯგუფს დამაჯერებლად ლიდერობენ.

არსენ ვენგერი ("არსენალის" მთავარი მწვრთნელი): "გასულ მატჩებში დაშვებული შეცდომები დღეს უნდა გამოვასწოროთ. "ბაიერნთან" კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ. გვჯერა, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. მიუნხენური კლუბი უკვე დაგვიმარცხებია და წარმატების იმედი დღევანდელ შეხვედრაშიც გვაქვს".

ხოსეპ გვარდიოლა ("ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი): "არსენალი" ძალიან ტექნიკური გუნდია, რომელთანაც თამაში ყოველთვის რთულია. დარწმუნებული ვარ, მასპინძლები 90 წუთის განმავლობაში იბრძოლებენ".

 

"დინამო ზაგრები" - "ოლიმპიაკოსი"

ზაგრები, "მაქსიმირი", 22:45

სავარაუდო შემადგენლობები::

"დინამო ზაგრები": ედუარდო, პინტუ, ბენტოვიჩი, ტავარელი, პივარიჩი, სუდანი, სანტოსი, მაჩადო, ანტონიჩი, ფერნანდესი, პიაცა. 

ვერ ითამაშებენ: შილდენფელდი, პავიჩიჩი, ადემი, სიგალი.

"ოლიმპიაკოსი": რობერტო, ელადბელაი, ბოტია, სიოვასი, სალინო, მილივოიევიჩი, კასამი, პარდო, ფორტუნისი, სება, იდეიე. 

ვერ ითამაშებენ: ბუჩალაკისი, მანიატისი, კამბიასო.

ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში მოსახვედრად თუ არა, მინიმუმ ევროპა ლიგაზე ასპარეზობის გასაგრძელებლად ამ თამაშის შედეგს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით "არსენალის" ცუდი სტარტის ფონზე. მოგებული გუნდი ევროთასების საგაზაფხულო ეტაპზე საასპარეზოდ სერიოზულ განაცხადს გააკეთებს.

ზორან მამიჩი ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი): "ძლიერ მეტოქესთან რთულ მატჩს ველით. "ოლიმპიაკოსს" პატივს ვცემთ და შედეგის მნიშვნელობიდან გამომდინარე ჩვენთვის ჩვეულ შემტევ ფეხბურთს არ ვითამაშებთ".

მარკო სილვა ("ოლიმპიაკოსის" მთავარი მწვრთნელი): "ფავორიტები არ ვართ. ზაგრების "დინამო" ძალიან კარგი გუნდია და მოგების შანსი ორივეს გვაქვს. ფრე დამაკმაყოფიებელი შედეგი არ იქნება".

1. ბაიერნი 2 2 0 0 8:0 6
2. ოლიმპიაკოსი  2 1 0 1 3:5 3
3. დინამო ზაგრები 2 1 0 1 2:6 3
4. არსენალი 2 0 0 2 3:5 0
 

"პორტუ" - "მაკაბი"

პორტო, "დრაგაუ", 22:45

სავარაუდო შემადგენლობები: 

"პორტუ": კასილიასი, მაქსი პერეირა, მარკანო, მარტინს ინდი, ლაიუნი, რუბენ ნევესი, იმბულა, ანდრე ანდრე, ბრაჰიმი, კორონა, აბუბაკარი.

ვერ ითამაშებენ: მაიკონი, მარკანო (?).

"მაკაბი": რაიკოვიჩი, დასა, ბენ ჰაიმი, რიბი, რიკანი, ვერმუთი, ალბერმანი, მიტროვიჩი, პერეტსი, ზაჰავი, ბენ ბასატი. 

ვერ ითამაშებენ: იგიებორი, რადონიჩი (?).

მიმდინარე გათამაშებაში ჯერჯერობით დაუმარცხებელი "პორტუ" ჯგუფის ატუსაიდერ "მაკაბის" მიიღებს. გამარჯვების შემთხვევაში პორტუგალიელებს ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერების შანსი აქვთ. "მაკაბი" კი პირველი ქულების მოპოვებას ეცდება, რათა ევროპა ლიგის საგზურისთვის მაინც შეძლოს ბრძოლა.

ხულენ ლოპეტეგი ("პორტუს" მთავარი მწვრთნელი): "მაკაბის" როგორც ჯგუფის ყველაზე სუსტ გუნდს არ განვიხილავ. განვლილ შეხვედრებში ისინი გაცილებით მეტს იმსახურებდნენ. "მაკაბის" საკუთარი სტილი აქვს. გამარჯვების მოსაპოვებლად კარგად უნდა ვითამაშოთ".

სლავიშა იოკანოვიჩი ("მაკაბის" მთავარი მწვრთნელი): "პირველ ორ თამაშში მეტოქეებს სწრაფი გოლის გატანის შესაძლებლობა მივეცით, რამაც შედეგზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. "პორტუ" ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და ასეთ მეტოქესთან თამაში ჩვენთვის დიდი პატივია. ლოპეტეგი გამორჩეული მეკარე იყო და მწვრთნელიც განსაკუთრებულია. ბროლისთვის მზად ვართ".

 

"დინამო კიევი" - "ჩელსი"

კიევი, "ოლიმპიური", 22:45

სავარაუდო შემადგენლობები: 

"დინამო": შოვკოვსკი, დანილო სილვა, დრაგოვიჩი, ხაჩერიდი, ანტუნეში, ველოზუ, სიდორჩუკი, გარმაში, გონსალესი, იარმოლენკო, ჟუნიორ მორაესი. 

ვერ ითამაშებენ: რიბალკა.

"ჩელსი": ბეგოვიჩი, ასპილიკუეტა, ტერი, კეჰილი, ბაბა, მატიჩი, რამირესი, ვილიანი, ფაბრეგასი, აზარი, კოშტა. 

ვერ ითამაშებენ: ივანოვიჩი, კურტუა.

"პორტუსთან" მარცხის შემდეგ ლონდონელები მდგომარეობის გამოსწორებას კიევში ეცდებიან. "დინამომ" პირველ ტურში პორტუგალიელებთან მოპოვებული საშინაო ქულის შემდეგ სტუმრად "მაკაბის" სძლიეს და 4 ქულით კარგი სტარტი აიღეს.

სერგეი რებროვი ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი): "იმედი მაქვს, მოთამაშეებმა "შახტართან" მარცხი დაივიწყეს. შეცდომები გავარჩიეთ და "ჩელსისთან" სულ სხვა გუნდს იხილავთ. კარგია, რომ წარუმატებლობაზე ფიქრისთვის ბევრი დრო არ გვქონდა. ლონდონელებთან შეხვედრაში გულშემატკივართა მხარდაჭერის იმედი გვაქვს".

ჟოზე მოურინიო ("ჩელსის" მთავარი მწვრთნელი): "შემდეგ ეტაპზე გასასვლელად გამარჯვებების მოპოვება გვჭირდება. სეზონის ცუდად დავიწყეთ, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი გამოსწორდება. ბოლო დღეების განმავლობაში "დინამო" და უკრაინული ფეხბურთი კარგად შევისწავლეთ".

1. დინამო კიევი 2 1 1 0 4:2 4
2. პორტუ 2 1 1 0 4:3 4
3. ჩელსი 2 1 0 1 5:2 3
4. მაკაბი 2 0 0 2 0:6 0
 

 

"ზენიტი" - "ლიონი"

სანქტ-პეტერბურგი, "პეტროვსკი", 22:45

სავარაუდო შემადგენლობები:

"ზენიტი": კერჟაკოვი, ანიუკოვი, გარაი, ლომბარტსი, ნეტუ, გარსია, ვიტსეი, შატოვი, დანი, ჰალკი, ძიუბა. 

ვერ ითამაშებენ: სმოლნიკოვი, ფაიზულინი, კრიშიტო.

"ლიონი": ლოპეში, ჟალე, იანგა-მბივა, იუმტიტი, რაფაელი, დარდერი, გონალონი, ვალბუენა, ტოლისო, ბოვიუ, ლაკაზეტი. 

ვერ ითამაშებენ: ბედიმო, ფეკირი,  ფოფანა, გრენიე, კალულუ, ბიშევაცი, მორელი (?).

"ზენიტთან" გასვლითი მატჩი "ლიონისთვის" პლეი ოფში მოსახვედრად ბრძოლის გასაგრძელებელი ერთ-ერთი უკანასკნელი შანსია. მასპინლები კი გამარჯვების შემთხვევაში მომდევნო ეტაპისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამენ. აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონში პეტერბურგელები პლეი ოფში სწორედ საფრანგეთის ჩემპიონატის წარმომადგენელმა, "მონაკომ" არ შეუშვა. ამჯერად, შესაძლოა, პირიქით მოხდეს და საფრნგეთის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი ჩემპიონთა ლიგას სწორედ რუსეთის წარმოამდგენელმა ჩამოაშოროს.

ანდრე ვილაშ-ბოაში ("ზენიტის" მთავარი მწვრთნელი): "ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის. გამარჯვების შემთხვევაში 1/8-ფინალში თამაშს ფაქტობრივად გავინაღდებთ. "ლიონი" მაღალი კლასის მოთამაშეებით დაკომპლექტებული, ძლიერი და გამოცდილი გუნდია. ჩვენი პლიუსი კონტრშეტევებზე კარგი თამაშია, თუმცა ამით მეტოქეს ალბათ ვერ გავაკვირვებთ".

იუბერ ფურნიე ("ლიონის" მთავარი მწვრთნელი): "ვალბუენას რუსეთში თამაშის გამოცდილება აქვს, რასაც საჩვენოდ გამოვიყენებთ. "ზენიტის" დამარცხება შეგვიძლია, თუმცა შეტევაში წასვლის დროს ყურადღებით უნდა ვიყოთ. მეტოქეს სწრაფი თავდამსხმელები ჰყავს".

 

"ვალენსია" - "გენტი"

ვალენსია, მესტალია, 22:45

სავარაუდო შემადგენლობები:

"ვალენსია": დომენეკი, სანსელო, სანტოსი, მუსტაფი, გაია, ფუეგო, პარეხო, გომესი, ფეგული, პიატი, ალკასერი. 

ვერ ითამაშებენ: აბდენური, რაიანი, დიეგო ალვესი, ნეგრედო, დე პოლი, ვესო.

"გენტი": სელსი, ასარე, იოჰანსონი, მიტროვიჩი, ნელსენი, ნეტო, კუმსი, სიმონი, მილიჩევიჩი, მატონი, დეპოიტრე. 

ვერ ითამაშებენ: გერშონი, არიასი, სიმონი (?)

"მესტალიაზე" ერთმანეთს მეორე და მესამე პოზიციაზე მყოფი გუნდები შეხვდებიან. აღსანიშნავია, რომ "ვალენსია" და "გენტი" 2005 წელს ინტერტოტოს თასზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ბელგიაში უგოლო ფრის შემდეგ ესპანურმა გუნდმა საკუთარ მოედანზე მეტოქეს 2:0, დავიდ ვილიასა და პატრიკ კლუივერტის გოლებით სძლია.

ნუნუ ეშპრიტუ სანტუ ("ვალენსიას" მთავარი მწვრთნელი): "მეტოქეს ყოველთვის პატივს ვცემთ. "გენტი" დაცვაში ძალიან ორგანიზებული გუნდია. ლიონში მოგება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ გადამწყვეტი სწორედ მომდევნო ორი შეხვედრა იქნება".

ჰეინ ვანჰაეზებრუკი ("გენტის"მთავარი მწვრთნელი): "ვალენსია" ძალიან ტექნიკური გუნდია. რთული შეხვედრა გველის, მაგრამ შეუძლებელი არაფერია".

1. ზენიტი 2 2 0 0 5:3 6
2. ვალენსია 2 1 0 1 3:3 3
3. გენტი 2 0 1 1 2:3 1
4. ლიონი 2 0 1 1 1:2 1
 

 

ფეხბურთი, კალათბურთი, პარასპორტი, ინტერვიუ, საქართველო, საქართველო, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2020 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ