
ინიესტა: „მოედანზე დაბრუნება რაც შეიძლება სწრაფად მსურს“
„ბარსელონას“ ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ „ლევერკუზენთან“ მატჩში მიღებულ ტრავმაზე ისაუბრა. „მოედანზე დაბრუნება რაც შეიძლება სწრაფად მსურს. ტრავმის მიზეზებზე ბევრს არ ვფიქრობ, თუმცა კარგი გაკვეთილი მივიღე მომავალში მსგავსი ფაქტების თავიდან ასაცილებლად. ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის“ - დაწერა ინიესტამ სოციალური ქსელის პირად გვერდზე.